საქართველოს რკინიგზაში 1100 შტატი შემცირდა - კობახიძე ამბობს, რომ მილიონები "არასწორად იხარჯებოდა"
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს რკინიგზაში 40 მილიონ ლარზე მეტი "არასწორად იხარჯებოდა" - მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ უწყებაში შემცირებულია 1100 შტატი.
პრემიერის თქმით, შტატების შემცირებით საქართველოს რკინიგზას "არაფერი არ დაეტყო, პირიქით გაუმჯობესდა მუშაობის ეფექტიანობა".
რაც შეეხება 40 მილიონის გამოთავისუფლებას, კობახიძე ამბობს, რომ აღნიშნული თანხა ჩაბრუნდება რკინიგზაშივე და მოხმარდება რკინიგზის განვითარებას.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები გატარდა საქართველოს რკინიგზაში. აქაც განხორციელდა შტატების ოპტიმიზაცია, მთლიანობაში შემცრიდა 1100 შტატი ისე, რომ არაფერი არ დაეტყო რკინიგზას, პირიქით გაუმჯობესდა მუშაობის ეფექტიანობა. რეალურად, 40 მილიონ ლარზე მეტი, რომელიც გამოდის რომ არასწორად იხარჯებოდა, ახლა ჩაბრუნდება რკინიგზის განვითარებაში ყოველწლიურ ჭრილში - საუბარია არა ერთჯერად დანაზოგზე, არამედ ყოველწლიურ ჭრილში.
გადადგილების დრო არსებითად შემცირდება - თბილისი-ბათუმის მონკავეთზე გადადგილებსი დრო მატარებლით ახლა თუ შეადგენს 5 საათ ნახევარს, შემცირდება 4 საათამდე, რაც შეეხება ახალციხეს, თავის დროზე, როცა მოქმედებდა ეს რკინიგზა, 6 საათი სჭრიდებოდა დრო, ახლა გადაადგილების დრო შემცირდება 3 საათამდე", - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენბეთ, რომ სუს-მა საქართველოს რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა. ჯამში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა 8 პირის მიმართ დაიწყო, მათგან დაკავებულები არიან: ანზორ ჯამალაშვილი, რევაზ რევაზიშვილი, გიორგი კურტანიძე, მალხაზ ომარაშვილი, გიორგი მარუქაშვილი, ალექსანდრე ტორიაშვილი. ძებნაში იმყოფება დავით ფერაძე და კიდევ ერთი პირი. საქმე ეხება კორუფციულ სქემებს საქართველოს რკინიგზაში.