ყველას აინტერესებს, ვინ იყო ის ადამიანი, ვინც „დიფ სთეითიდან“ გირეკავდათ - შარაშიძე კობახიძეს
იქნებ ახლა მაინც გახადოთ საჯარო, მართლა ყველას აინტერესებს, ვინ იყო რეალურად ის ადამიანი, ვინც „დიფ სთეითიდან“ გირეკავდათ და ომში ჩართვას გთხოვდათ? - ამ კითხვით მიმარათა „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრმა, გიორგი შარაშიძემ პარლამენტში მისულ ირაკლი კობახიძეს.
შარაშიძემ კითხვები საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით დასვა, ამ კონტექსტში რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულებაც ახსენა და კობახიძეს სთხოვა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასება გაეკეთებინა.
კიდევ მინდა ბოდიშთან დაკავშირებით გკითხოთ, ეთანხმებით თუ არა იმ გავრცელებულ მოსაზრებას, რომ საქართველოსა და ქართველ ხალხს ვინმეს მიმართ ბოდიში აქვს მოსახდელი? - ჰკითხა შარაშიძემ ქვეყნის პრემიერს.
თქვენ ახსენეთ, რომ პრაგმატულ პოლიტიკას ატარებთ რუსეთის მიმართ და მინდა შეგახსენოთ, რა არის ამ თქვენი ე.წ. პრაგმატული პოლიტიკის შედეგი, რაც სულ ახლახან, 9 მაისს დაიწყო კრემლში, სადაც პუტინსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას და მას შემდეგ, ფორსირებული ტემპით, პუტინის უშუალო მონაწილეობით ხდება ჩვენი ტერიტორიის ანექსია, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო სამართლის წესების უხეში დარღვევა, რაზეც თქვენ აქამდე არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაგიკეთებიათ. იქნებ განმარტოთ, ზოგადად როგორ უყურებთ ამ ანექსიურ პროცესს და რას აპირებთ იმისთვის, რომ ამ პროცესს სათანადო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მისცეთ?
კიდევ მინდა ბოდიშთან დაკავშირებით გკითხოთ, ეთანხმებით თუ არა იმ გავრცელებულ მოსაზრებას, რომ საქართველოსა და ქართველ ხალხს ვინმეს მიმართ ბოდიში აქვს მოსახდელი? თუ ეთანხმებით იმას, იქნებ გვითხრათ, ვის მიმართ აქვს კონკრეტულად ქართველ ხალხს ბოდიში მოსახდელი?
კიდევ მაქვს კითხვა თქვენს საყვარელ „დიფ სთეითთან“ დაკავშირებით, რომელიც თურმე ომში ჩართვისკენ მოგიწოდებდათ, იქნებ ახლა მაინც გახადოთ საჯარო, მართლა ყველას აინტერესებს, ვინ იყო რეალურად ის ადამიანი, ვინც „დიფ სთეითიდან“ გირეკავდათ და ომში ჩართვას გთხოვდათ?“ - მიმართა შარაშიძემ ირაკლი კობახიძეს.