კახა კალაძემ ელენე ხოშტარიაზე ისაუბრა
კახა კალაძემ ელენე ხოშტარიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და მას გამოჯანმრთელება უსურვა. კალაძის მტკიცებით, პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს, არა მხოლოდ ელენე ხოშტარიას გამო, არამედ ყველა პატიმრისთვის.
თბილისი მერი თქმით, საარჩევნო კამპანიის პროცესში ხელის შეშლა დანაშაულია და ყველა პირის ქმედებას, რამაც გამოიწვია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების კამპანიის ხელშეშლა, მოყვა შესაბამისი რეაგირება.
ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, თუ ამის აუცილებლობაა, პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს, არა მხოლოდ ელენე ხოშტარიას გამო, არამედ ყველა პატიმრისთვის. საარჩევნო კამპანიის პროცესში ხელის შეშლა, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ბევრი განცხადება გაკეთდა დანაშაულია. ყველა პირის ქმედებას, რამაც გამოიწვია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების კამპანიის ხელშეშლა, მოყვა შესაბამისი რეაგირება...
წინასაარჩევნოდ ნებისმიერ პარტიას აქვს შესაძლებლობა კამპანიის წარმოებისა და ამაში ხელის შეშლის უფლება არავის აქვს. გაგახსენებთ, რაც მელიქიშვილის გამზირზე ხდებოდა - ძალადობრივი ჯგუფები საარჩევნო შტაბში შემოჭრას ცდილობდნენ, მიუხედავად ჩვენი მოწოდებებისა, რომ მსგავსი ქმედება კანონით ისჯებოდა. ისინი კი ცდილობდნენ შეექმნათ ისეთი გმირები, რომლებიც რეალურად არ არსებობდნენ. ძალადობრივი ტიპის ქმედებებით, პოლიციელის მისამართით მოლოტოვის კოქტეილის სროლით, ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობით და ა.შ. გმირი ვერ გახდები, - განაცხადა კალაძემ.