ევროკავშირში გაწევრიანებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის არავითარი პირდაპირი კორელაცია არ არსებობს - კობახიძე
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ეკონომიკურ განვითარებასთან კავშირში არ არის - მთავრობის მეთაური პარლამენტის ტრიბუნიდან ირწმუნებოდა, რომ არ გულისხმობს ეკონომიკის ზრდისთვის მთავარი არის არა რომელიმე გაერთიანების წევრობა, არამედ ის თუ რა პოლიტიკას ატარებს ქვეყნის შიგნით ხელისუფლება.
არავითარი პირდაპირი კორელაცია ევროკავშირში გაწევრიანებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის არ არსებობს. პირიქით, საქართველოს მაგალითი აჩვენებს იმას, რომ იგივე პერიოდში ჩვენ უფრო სწრაფად გავიზარდეთ, ვიდრე მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნები - პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, სლოვენია და ა.შ. სტატისტიკა მეტყველებს ამაზე. თუმცა რა თქმა უნდა, ევროკავშირში გაწევრიანებას აქვს თავისი დადებითი ეფექტიც, მათ შორის პოლიტიკური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ, არსებობს პლიუს მინუსი, მაგრამ მთავარი რაც უნდა გააკეთოს ქვეყანამ, ეს არის ის, რომ უნდა იყოს კონცენტრირებული საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკის სწორად განხორციელებაზე - ეს არის მთავარი. ეკონომიკის ზრდისთვის არის მთავარი არა რომელიმე გაერთიანების წევრობა, არამედ ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ქვეყნის შიგნით აწარმოებს ხელისუფლება", - აცხადებს კობახიძე.