გარდაიცვალა რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი

26.06.26 17:34
გარდაიცვალა რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი

რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზებზე რუსული მედია არ წერს. 

ივანოვი 90 წლებში ხელმძღვანელობდა რუსეთის უშიშროების საბჭოს, ხოლო 2001 წლიდან 2007 წლამდე ხელმძღვანელობდა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი (მარცხნივ) რუსეთის სამხედრო აკადემიებისა და უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებისთვის გამართულ მიღებაზე მოსკოვში, დიდ კრემლის სასახლეში. 28 ივნისი, 2006.

 

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი სერგეი ივანოვი უცნობი ჯარისკაცის საფლავთან გვირგვინის დადების ცერემონიაზე კრემლის კედლებთან. მოსკოვში, 22 ივნისი, 2013.

 

დმიტრი მედვედევის პრეზიდენტობის დროს ივანოვმა 2009 წელს ვიცე-პრემიერის თანამდებობა დაიკავა. 

2016 წლიდან ივანოვი გარემოს დაცვის, ეკოლოგიისა და ტრანსპორტის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე მუშაობდა.