“ქალაქს ჰყავს ტოტალურად უპასუხისმგებლო მერი“ - ოპოზიცია სკვერში მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
ოპოზიცია სკვერში მომხდარ შემთხვევაზე სრულ პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს. მათი თქმით, წლებია საჯარო სივრცეებში უსაფრთხოების მონიტორინგის სისტემას და აუდიტის ჩატარებას ითხოვენ, რათა უფროსებმაც და მოზადრებმაც თავისუფლად მოახერხონ გადააგილება და დასვენება სკვერებში.
ოპოზიციის თქმით, ყველაფრის მიუხედავად, დღემდე არაფერი შეცვლილა და შედეგი, რომელსაც ვიღებთ სისტემური პრობლემების დამსახურებაა.
როცა კახა კალაძე პირდაპირ არის პასუხისმგებელი მსგავს ამბებზე, პასუხისმგებლობას იხსნის, ეს აღარ არის კონკრეტული შემთხვევა, ეს არის კანონზომიერი შედეგი იმ პოლიტიკის, რომელსაც “ოცნება“ და კონკრეტულად კალაძე ატარებს. განცხადებაში საგულისხმო ტექსტია ის, რომ ამბობს, თვითმხილველთა გადმოცემით, ვინ არიან ეს თვითმხილველები, რეალურად მოარყიეს თუ არა ბავშვებმა ეს საქანელა, წინააღმდეგობრივი ფაქტებია თავად ამ განცხადებაში. ვგულისხმობ იმას, რომ ერთის მხრივ წერია - კონსტრუქცია არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენდა, მეორეს მხრივ კი არის ფაქტი, რომ ეს კონსტრუქცია ბავშვს თავში დაეცა. ეს არ არის კონკრეტული შემთხვევითობა, ეს არის სისტემური შედეგი, კანონზომიერი შედეგი იმ პოლიტიკისა, რომლესაც “ოცნება“ ატარებს. როცა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ იღებს მომხდარ ფატქებზე, მეორე არის ის, რომ დამალეს ეს ფაქტი, ვერ ვხედავ თანაგრძნობას ბავშვის და ოჯახის მიმართ, ბოლოში წერია სადღაც, რომ ჰქონდათ ბავშვის ოჯახთან კომუნიკაცია, - ამბობს “ლელოს ძლიერი საქართველოს“ წევრი, ნიკა ჩერქეზიშვილი.
უპასუხისმგებლობას მიიჩნევს პრობლემი სათავედ საბა ბუაძეც. პოლიტიკოსის თქმით, “ქალაქს ჰყავს ტოტალურად უპასუხისმგებლო მერი, რომელიც პრობლემებს აბრალებს ყველა სხვა დანარჩენს და ვერ ხედავ საკუთარ პასუხისმგებლობას“.
ამ პრობლემის სათავე არის უკიდურესი უპასუხისმგებლობა, რომლითაც კახა კალაძე 9 წელზე მეტია მართავს ამ ქალაქს. უპასუხისმგებლობა გულისხმობს იმას, რომ საჯარო სივრცეებში არსებული უსაფრთხოების პრობლემები მოუგვარებელია. მიუხედავად არაერთი ტრაგედიისა და სისტემური პრობლემისა, რომელმაც არაერთი მოზარდის და ახალგაზრდის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა, როდესაც არ ხდება ამ პრობლემისთვის თვალის გასწორება, რა საკვირველია, ჩვენ ვხედავთ სრულ დაუცველობას, ამ ქალაქს ჰყავს ტოტალურად უპასუხისმგებლო მერი, რომელიც პრობლემებს აბრალებს ყველა სხვა დანარჩენს და ვერ ხედავ საკუთარ პასუხისმგებლობას, - თქვა საბა ბუაძემ.
თბილისში, ლოტკინის დასახლებში მდებარე სკვერში მოზარდს სარწეველა საქანელას რკინის კონსტრუქცია დაეცა - სკოლის მისწავლე კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, 14 წლის გოგოს დაზიანებები თავისა და ხერხემლის არეში აღენიშნება.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
- 14 წლის გოგო "ქართულ-ამერიკულ ჰოსპიტალში", რეანიმაციულ ბლოკშია მოთავსებული. კლინიკას მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია.
- რაც შეეხება გამოძიებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით იძიებს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.