ქართული ჯარები ღაზაში? - რას წერს ისრაელის მედია და რას ამბობენ "ოცნებაში"
The times of Israel-ის ინფორმაციით, ღაზაში სამოქალაქო-სამხედრო კოორდინაციის ცენტრის (CMCC) რეფორმირება იგეგმება, ამასთან საქართველო და ვიეტნამი მოლაპარაკებებს აწარმოებენ საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებში ჯარების გაგზავნის შესახებ.
ისრაელის მედიის ცნობით, CMCC ოპერატიულობას გაზრდის. ამასთან, რეფორმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მშვიდობის საბჭოსთან კოორდინაციის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
- CMCC სამხრეთ ისრაელში გასული წლის ოქტომბერში ტრამპის ღაზაში ომის დასრულების გეგმის ფარგლებში შეიქმნა. მას დაევალა ისრაელ-ჰამასის ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი, დახმარების შეტანის ხელშეწყობა და პალესტინის ტერიტორიისთვის ომის შემდგომი პოლიტიკის შემუშავება.
მედია იუწყება, რომ საბოლოო შეთანხმების შემთხვევაში საქართველო შეუერთდება საბერძნეთს, მაროკოს, ინდონეზიას, კოსოვოს, ყაზახეთს და ალბანეთს, რომლებიც უკვე დათანხმდნენ ძალების გაგზავნაზე.
სამი დიპლომატის თქმით, ცენტრს სახელი შეეცვლება და ღაზას საერთაშორისო დახმარების ცენტრი დაერქმევა, ხოლო შემოთავაზებული საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალები, რომლებიც განკუთვნილია ღაზას ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გარდამავალ ომისშემდგომ პერიოდში, ისრაელის გასვლისა და ჰამასის ტერორისტული დაჯგუფების განიარაღების შემდეგ, სავარაუდოდ, გაცილებით დიდ როლს შეასრულებენ მის საქმიანობაში.
მე-12 არხი ასევე იუწყება, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოსა და ვიეტნამთან ISF-ში ჯარების გაგზავნის შესახებ. საბოლოო შეთანხმების შემთხვევაში, ისინი შეუერთდებიან საბერძნეთს, მაროკოს, ინდონეზიას, კოსოვოს, ყაზახეთს და ალბანეთს, რომლებიც უკვე დათანხმდნენ ძალების გაგზავნაზე," - წერს The times of Israel-ი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი მედიასთან ამ დრომდე არ გამოჩენილა. "პირველებს" არ პასუხობენ არც თავდაცვის სამინისტროში.
"ქართული ოცნების" წევრები გვეუბნებიან რომ მათ ამის შესახებ არაფერი არ გაუგიათ.
ეს საკითხი კონკრეტულმა, კომპეტენტურმა ორგანომ უნდა გააკეთოს ამაზე განცხადება. ერთი არის, რომ გადაწყვეტილება, დარწმუნებული ვარ, მიიღება საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ჩემთან არ მიმდინარეობს. მეც გავიგე ტელევიზიით, ამიტომ გეუბნებით, რომ დაველოდოთ ოფიციალურ განცხადებას," - ამბობს "ქართული ოცნების" წარმომადგენელი.