"კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი ქალს" - კობახიძე დაპირისპირების პროვოცირებაში გახარიას გუნდს ადანაშაულებს

26.06.26 20:17
"კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი ქალს" - კობახიძე დაპირისპირების პროვოცირებაში გახარიას გუნდს ადანაშაულებს

 

 

ირაკლი კობახიძე დაპირისპირების პროვოცირებაში გიორგი გახარიას გუნდს ადანაშაულებს. განცხადება მან დეპუტატებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ გააკეთა.

კობახიძემ გახარიას გუნდის წარმომადგენლები ღირსებადაკარგულ ადამიანებად მოიხსენია და ქართველ ბოლშევიკებს შეადარა. 

ნამდვილად სამწუხაროა, რაც ვიხილეთ დარბაზში. აგენტურამ კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე. როდესაც ნახეს, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდათ, გადავიდნენ უზრდელობაზე, შეურაცხყოფაზე, ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. ეს არის მათი სამარცხვინო სახე. რთულია რამე შეცვალო, როდესაც არ გაქვს არც განათლება, არც ინტელექტი, არც პატრიოტიზმი, რთულია სხვანაირად იმოქმედო. ძალიან სამწუხაროა, რომ კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი ქალს. ეს არის მათი საერთო სახე. ღირსებადაკარგული ადამიანების ერთობა. ასეთები იყვნენ ქართველი ბოლშევიკები 1 საუკუნის წინ. მათაც დაკარგული ჰქონდა სახე - კაცს კაცის, ქალს ქალის. ეს არის ამ ბოლშევიკური სულის რეინკარნაცია. საერთო რა ჰქონდათ მაშინდელ ბოლშევიკებს და დღევანდელ აგენტურას, რომელსაც თავის დროზე ოპოზიციას ვუწოდებდით. ეს მათთვის ძალიან დიდი კომპლიმენტი იყო. საერთო არის ის, რომ ორივე იყო აგენტურა. როდესაც ხელი გაქვს მოწერილი ჯაშუშობაზე, იქ შეუძლებელია იმოქმედო ღირსეულად," - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები