ახალი პარტიები თუ ახალი პოლიტიკური ერთობა? - რისთვის ემზადებიან ივანიშვილის გუნდის მოწინააღმდეგეები
შემოდგომაზე პოლიტიკურ განაცხადს კიდევ ერთი გაერთიანება გააკეთებს - უკვე კარგად ნაცნობი და გამოცდილი პოლიტიკოსები ერთიანდებიან. საბა ბუაძე, ნიკა ობოლაძე, ცოტნე კობერიძე, ბორის ჩელე ყურუა - "პირველების" ინფორმაციით, ამ დრომდე უპარტიო ლიდერები ერთ გუნდში მოიყრიან თავს.
მანამდე პარტიას აფუძნებს ვიქტორ ყიფიანიც. ამ ფონზე მოსალოდნელია თუ არა ახალი ალიანსის ანუ კიდევ ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ცენტრის შექმნა? გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არ არის, აქტიური კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის უკვე დაწყებულია. ძალების გასაერთიანებლად პარტიები მოკავშირეებს ეძებენ.