ვის გადააბარებს ივანიშვილი ძალაუფლებას?

26.06.26 20:56
ვის გადააბარებს ივანიშვილი ძალაუფლებას?

 

 

სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებაში“ პანიკაა. მეხუთე პრეზიდენტს ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება ივანიშვილმა ვინმე დაინდოს, როცა მისთვის ყველაზე სანდო ადამიანები ციხეში გამოკეტა. ზურაბიშვილის შეფასებით, ივანიშვილი მწვავე კრიზისს კარგად იაზრებს, ხვდება, რომ პუტინიც კი აღარ არის მისთვის საყრდენი და სწორედ ამიტომ გამოიყვანა პოლიტიკურ ასპარეზზე  ოჯახის წევრები.

აშინებთ თუ არა „ქართული ოცნების“ წევრებს ღარიბაშვილისა და ლილუაშვილის ბედის გაზიარება? - პარტიაში ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ, ან არ სურთ რომ ჰქონდეთ,  სამაგიეროდ, იციან, როგორ უნდა უპასუხონ ნებისმიერს, ვინც მათთვის სენსიტიურ საკითხს შეეხება.

მეხუთე პრეზიდენტმა და „ქართულ ოცნებას“ ქაჯების პარტია უწოდა. ზურაბიშვილის ხედვით, ამ თვალსაზრისით,  ივანიშვილის გუნდმა,, "ნაციონალური მოძრაობის" რეკორდიც კი მოხსნა. 

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას საკუთარი ბრაზის ქმედებაში გადათარგმნისაკენ მოუწოდებს. მეხუთე პრეზიდენტის აზრით, ბოიკოტის დრო დასრულებულია, ახლა მნიშვნელოვანია  - დასავლურმა პარტიებმა  ერთიანი ძალებით იმოქმედონ და პირადი ამბიციები გვერდით გადადონ.

ხატია სამხარაძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები