ქეიფი ჩხუბის შემდეგ - პარლამენტიდან "ოცნების" დეპუტატების ნაწილი რესტორანში წავიდა

26.06.26 21:09
ქეიფი ჩხუბის შემდეგ - პარლამენტიდან "ოცნების" დეპუტატების ნაწილი რესტორანში წავიდა

 

 

საქართველოს პარლამენტში ხელჩართული დაპირისპირების შემდეგ "ქართული ოცნების" დეპუტატები "ქართულ სახლში" ქეიფობენ - კადრები "პირველებმა" გადაიღო. 

ცნობილია, რომ აღნიშნული რესტორანი "ქართული ოცნების" დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის მეუღლის ლია ობოლაშივლის საკუთრებაა.​

TV პირველის კორესპოდენტი ადგილიდან იტყობინება, რომ "ქართულ სახლში" იმყოფება, "ქართული ოცნების" ლაშა ტალახაძე. [ოლიმპიური თამაშების არაერთგზის ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ დღეს კოლეგას, გიგა ფარულავას დაარტყა]. რესტორანში იმყოფება დეპუტატი დავით კაჭარავაც. 

რა ვიცით პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე

პარლამენტში ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„ქართული ოცნების“ წევრები გახარიას პარტიას 2 დეპუტატს, გიგა ფარულავას და გიორგი შარაშიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"პირველების" მიერ გადაღებულ კადრების მიხედვით, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობენ, „ქართული ოცნების“ შემდეგი წევრები:

  • არჩილ გორდულაძე,
  • ლაშა ტალახაძე,
  • ლევან მაჭავარიანი,
  • ირაკლი კირცხალია,
  • ირაკლი ხელაძე.

მსგავსი სიახლეები