უცნობია, გადაიყვანენ თუ არა დროას ლიდერს მულტიპროფილურ კლინიკაში
კახა კალაძე, რომლის საარჩევნო ბანერზე ფლომასტრით გაკეთებული წარწერის გამო, ელენე ხოშტარია 10 თვეზე მეტია, რაც ციხეშია, პასუხისმგებლობას იხსნის - დედაქალაქის მერი კანონს იშველიებს.
ელენე ხოშტარიას დაავადება პროგრესიებს, ხელჯოხის გარეშე გადაადგილება უჭირს, რამდენიმე სახსარი დაზიანებული აქვს - ასეთია რევმატოლოგის მაკა იოსელიანის პირველადი დიაგნოზი. ექიმმა ელენე ხოშტარია სრულყოფილად ვერ გასინჯა. მიზეზი ძლიერი ტკივილებია, რაც პატიმარ ქალს აქვს. გამოსავალი სრულყოფილი დიაგნოსტიკაა, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში შეუძლებელია და საჭიროა კლინიკაში გადაყვანა.
ექიმის რეკომენდაციაა, რომ ხოშტარია მულტიპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ ციხიდან და სხვადასხვა პროფილის ექიმმა გასინჯოს, რაც სრული დიაგნოზის დასმის შესაძლებლობას მისცემთ, ამის შემდეგ კი მკურნალობის გეგმა შემუშავდება.
რევმატოლოგი ამბობს, რომ მდგომარეობა იმაზე უფრო რთულია, ვიდრე წლების წინ იყო - უფლებადამცველები ელენე ხოშტარიას მიმართ სასჯელის შეცვლის, გადავადების და გათავისუფლების მექანიზმებზე საუბრობენ.