"საქართველოს პარლამენტში პოლიტიკა არ კეთდება" - ნიკა გვარამია
"საქართველოს პარლამენტში პოლიტიკა არ კეთდება" - ასე გამოეხმაურა კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ და პარლამენტში დღევანდელ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, თუ დღეს ვინმე პარლამენტში იმყოფება, "ისე იმყოფება, როგორც დღეს ვნახეთ, ეს ძაან სამწუხაროა".
დღეს რაც მოხდა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასტური იმის, რომ ქი ოპოზიცია ამ არალეგიტიმურ შემადგენლობაში და არა პოლიტიკოსიების, არამედ ყაჩაღების გარემოცვაში, არ უნდა იმყოფებოდეს, ეს სწორი არჩევანი იყო, ვინც ასე გააკეთა და იმათ საყურადღებოდ, ვინც ფიქრობს, რომ მაინც პოლიტიკური ტრიბუნები უნდა გამოვიყენოთ, მე ვეთანხმები იმას, რომ პოლიტიკური ტრიბუნები უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ საქართველოს პარლამენტში პოლიტიკა არ კეთდება, საქართველოს პარლამენტი არ იღებს არანაირ გადაწყვეტილებას, საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური სიცოცხლე არ ჩქეფს. ბევრად უფრო ინტენსიურად ჩქეფს ოპოზიციურ ოფისებში, ქუჩებში, ნებისმიერ ადგილას, სადაც ხალხია და სადაც მუშაობა და საქართველოს ინტერესებზე ფიქრი მიდის, პარლამენტში არაფერი ეს, რაც ჩამოვთვალე, არ ხდება. ის [პარლამენტი] არის შესაკრებელი ადამიანებისა, რომლებიც ემსახურებიან ფულის კეთებას ერთი კონკრეტული კლანის მიერ. [...]
თუ ვინმეს რამის ჩვენება უნდოდა პარლამენტში იმყოფება და სამწუხაროდ, ისე იმყოფება, როგორც დღეს ვნახეთ, ეს ძაან სამწუხაროა," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
რა ვიცით პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე
პარლამენტში ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
„ქართული ოცნების“ წევრები გახარიას პარტიას 2 დეპუტატს, გიგა ფარულავას და გიორგი შარაშიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"პირველების" მიერ გადაღებულ კადრების მიხედვით, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობენ, „ქართული ოცნების“ შემდეგი წევრები:
- არჩილ გორდულაძე,
- ლაშა ტალახაძე,
- ლევან მაჭავარიანი,
- ირაკლი კირცხალია,
- ირაკლი ხელაძე.