"ოცნებამ" კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი ძალადობრივობა - გახაიას გუნდი

27.06.26 11:24
"ოცნებამ" კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი ძალადობრივობა - გახაიას გუნდი

 

 

პარლამენტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ გახარიას გუნდი "ოცნებას" ძალადობასა და რადიკალიზმში ადანაშაულებს. გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ მომხდარი ხელისუფლების ძალადობრივი პოლიტიკის მორიგი დადასტურებაა და პასუხისმგებლობის საკითხი მომავალში აუცილებლად დადგება.

ეს არის მორიგი დასტური იმისა, თი სინამდვილეში, რამდენად ბრუტალური, მოძალადე და რადიკალური დაჯგუფება, სხვა სახელს, უბრალოდ ვერ დავარქმევ, არის დღეს მოქცეული ხელისუფლების სათავეში. კარგად გამოჩნდა, სინამდვილეში, საიდან მოდის ამ ქვეყანაში სიძულვილის ენაც, რადიკალიზმიც და ძალადობაც. ანუ ყველაფერს მიეცემა სერიოზული პოლიტიკური შეფასება არა მხოლოდ ჩვენი გუნდის მხრიდან და არა მარტო საქართველოში, არამედ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო საზოგადოებაში და თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოში ყოველთვის ის სასამართლო იქნება, რაც დღეს არის, ძალიან სცდება. ისინი არ დარჩებიან დაუსჯელები, ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, - ამბობს გიორგი შარაშიძე. 

ტატა ხვედელიანის შეფასებით კი, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ პოლიტიკური ოპონენტებისთვის პასუხის გაცემა მხოლოდ ძალადობის გზით შეუძლია. 

"ოცნებამ" კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი ძალადობრივობა. ამ ძალას არავითარი რესურსი არ აქვს ძალადობის გარეშე, რომ რაიმე ფორმით პროცესში იყოს. ვერ უპასუხეს ვერცერთ შინაარსობრივ შკითხვას. მათ სამთავრობო არაკომპეტენტური გუნდი ვერ პასუხობდა ვერცერთ შეკითხვას, ვერცერთ კრიტიკას, შესაბამისად, დააორგანიზეს საბოლოოდ ის, რომ ასე დასრულებულიყო, იმიტომ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ძალადობის რესურსი აქვთ, - ამბობს ტატა ხვედელიანი. 

პარლამენტში ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„ქართული ოცნების“ წევრები გახარიას პარტიას 2 დეპუტატს, გიგა ფარულავას და გიორგი შარაშიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"პირველების" მიერ გადაღებულ კადრების მიხედვით, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობენ, „ქართული ოცნების“ შემდეგი წევრები:

  • არჩილ გორდულაძე,
  • ლაშა ტალახაძე,
  • ლევან მაჭავარიანი,
  • ირაკლი კირცხალია
  • ირაკლი ხელაძე

 

მსგავსი სიახლეები