"დროა": თითოეული დღე, როცა ელენე არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, მის ჯანმრთელობაზე შეგნებული დარტყმაა

27.06.26 11:58
"დროა": თითოეული დღე, როცა ელენე არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, მის ჯანმრთელობაზე შეგნებული დარტყმაა

 

 

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება და მისი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივი გადაყვანაა საჭირო - ამის შესახებ პარტია „დროას“ ბრიფინგზე განაცხადეს. მათი თქმით, რევმატოლოგის შეფასებით, დაავადება პროგრესირებს, ხოლო შესაბამისი კვლევებისა და მკურნალობის ჩატარება პენიტენციურ დაწესებულებაში შეუძლებელია.

პარტიაში აცხადებენ, რომ კლინიკაში გადაყვანის ყოველი დაგვიანებული დღე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე „შეგნებული დარტყმაა“. 

როგორც იცით, ორი დღის წინ ელენე მოინახულა რევმატოლოგმა, მისმა მკურნალმა ექიმმა, ქალბატონმა მაკა იოსელიანმა და მან ვერ მოახერხა ელენეს ჯეროვნად გასინჯვა, სრულფასოვნად გასინჯვა იმ აუტანელი ტკივილისს გამო, რომელიც ჰქონდა ელენეს, თუმცა გასინჯვა მაინც მოახერხდა, ექიმი გაეცნო სამედიცინო დოკუმენტაციას და მისი დაკსვნით, ვითარება არის მძიმე და დაავადება პროგრესირებს.

ასევე არსებობს ცენტრალური დაავადების გარდა დამატებითი ფაქტორები, რომელიც საჭიროებს დამატებით კვლევას და ამ ყველაფრისთვის აუცილებელია ელენეს გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში, რადგან ციხის პირობებში ამ ტიპის კომპლექსური გამოკვლევების, დიაგნოზის საბოლოო დადასტურების და შემდგომი მკურნალობის შესაძლებლობა არ არსებობს.

ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უარს ვამბობდით, გვესაუბრა სამედიცინო დეტალებზე და სამედიცინო გამოსავალზე, რადგან, ბუნებრივია, რომ ჩვენ არ ვართ ამ სფეროს პროფესიონალები და ჩვენ არ გვინდოდა, განსაკუთრებით ელენეს არ უნდოდა, რომ ამ ყველაფერს სსპეკულაციის ელფერი ჰქონოდა. თუმცა, მას მერე, რაც ექიმს აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია და მკაფიო შთაბეჭდილება იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის გასაკეთებელი, გვინდა, ძალიან მკაფიოდ და ცხადად ვთქვათ, რომ თითოეული ახალი დღე, რომელსაც ელენე ატარებს კლინიკის გარეშე, შესაბამისი გამოკვლევების გარეშე, დიაგნოზის საბოლოო დადასტურების და მკურნალობის გარეშე, არი ელენეს ჯანმრთელობაზე დარტყმის ახალი დღე და ეს არის არა შემთხვევითი ამბავი, არამედ ეს არის აბსოლუტურად შეგნებული ამბავი, რასაც აკეთებს რეჟიმი ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ. 

თითოეული ახალი დღე, როდესაც ელენე არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში და არ იძლევა ადეკვატურ შესაძლებლობას სამედიცინო მკურნალობის, არის შეგნებული დარტყმა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე, ეს არის სადამსჯელო ღონისძიება, რომელსაც რეჟიმი ახორციელებს მის წინააღმდეგ.

ასევე მინდა გითხრათ, რომ ის, რაც გააკეთე რევმატოლოგმა იოსელიანმა, სინამდვილეში, უნდა გაეკეთებინა პენიტეციურ სამსახურს. პენიტენციური სამსახურის უშუალო პასუხისმგებლობა იყო, დაედგინა დიაგნოზი და დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს, მაგრამ ექიმი რევმატოლოგის ჩართულობით ჩენ დღეს გვაქვს ძალიან მკაფიო სურათი - ელენე უნდა იყოს გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში კვლევებისთვის და შემდგომი მკურნალობისთვის.

აქვე, ძალიან მკაფიოდ მინდა, ვთქვა ელენეს და "დროას" პოზიცია: ნებისმიერი დაბრკოლების მიუხედავად, რეჟიმის ნებისმიერი ბოროტმოქმედების მიუხედავად, ნებისმიერი ნაბიჯის მიუხედავად, რაც არ უნდა გადადგას რეჟიმმა პირადად ელენეს პარტია "დროას" წინააღმდეგ, არცერი წამით არ ვაპირებთ უკან დახევას, არცერთი წამით არ ვაპირებთ ბრძოლის შეჩერებას. არ არსებობს ფასი, რომელსაც რეჟიმი გადაგვახდევინებს და ჩვენ შევწყვეტთ ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისთვის.

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! თავისუფლება საქართველოს!, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ. 

მსგავსი სიახლეები