გიორგი გახარიას პირველი განცხადება პარლამენტში მომხდარი ანგარიშსწორების შემდეგ
პარლამენტში მომხდარი ანგარიშსწორების შემდეგ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი პირველ განცხადებას აკეთებს.
გიორგი გახარია ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ოპონენტებს კოორდინირებული ფიზიკური ძალადობით პასუხობს, ხოლო ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება. მისი თქმით, პარლამენტში მომხდარ ძალადობას ხელისუფლების წარმომადგენლების დაუსჯელობის განცდა ახალისებს.
მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ძალადობენ, რადგან დაუსჯელობის განცდა აქვთ.
ჩვენ პარლამენტში შევედით არა იმისთვის, რომ მოქალაქეები — მათ შორის ისინი, ვინც „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა — საკუთარი საჭიროებებისა და პრობლემების პირისპირ მარტო დაგვეტოვებინა. შევედით იმისთვის, რომ პარლამენტის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოგვეყენებინა ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად და იმისთვის, რომ პარლამენტში სხვადასხვა ხმა ყოფილიყო წარმოდგენილი. ამ მისიიდან არასოდეს გადაგვიხვევია.
„ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ოპოზიციას კოორდინირებული ფიზიკური ძალადობით პასუხობს. ჩვენს კოლეგას, გიგა ფარულავას, სამედიცინო დახმარება დასჭირდა. დღეს საქართველოში ოპოზიციაში ყოფნა ნიშნავს საკუთარი ფიზიკური უსაფრთხოების საფრთხეში ჩაგდებას. ამ ძალადობას ხელს უწყობს დაუსჯელობის განცდა, რომლითაც ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მყოფი პირები სარგებლობენ, - ამბობს გახარია.
პარლამენტში ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
„ქართული ოცნების“ წევრები გახარიას პარტიას 2 დეპუტატს, გიგა ფარულავას და გიორგი შარაშიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"პირველების" მიერ გადაღებულ კადრების მიხედვით, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობენ, „ქართული ოცნების“ შემდეგი წევრები:
არჩილ გორდულაძე,
ლაშა ტალახაძე,
ლევან მაჭავარიანი,
ირაკლი კირცხალია
ირაკლი ხელაძე