ვიკა ფილფანი ამბობს, რომ "ოცნებამ" პარლამენტში ძალადობა წინასწარ დააორგანიზა
გახარიას გუნდი ამბობს, რომ გუშინ პარლამენტში მომხდარი ძალადობა "ოცნებამ" წინასწარ დააორგანიზა.
როგორც "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, მაკა ფილფანმა განაცხადა, მისი ინფრომაციით, ივანიშვილის გუნდის წევრები საერთო საკომუნიკაციო ქსელში წიანსწარ შეთნხმდნენ.
ამისთვის ყველა იყო მომზადებული თავიდანვე, ეს იყო დაგეგმილი - ამბობს ვიკა ფილფანი.
მისი თქმით, ჩხუბში იმ დეპუტატებაც კი თავი გამოიჩიეს, რომლებიც პარლამენტში "მდუმარე დეპუტატების" სახელით არიან ცნობილნი.
ეს წინასწარჩაგდებული ჩაგდებული მესიჯბოქსი იყო, წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულები ამ თავდასხმასთან დაკავშირებით ალბათ საერთო საკომუნიკაციო ქსელში. კობახიძემ ხშირად გამოიყენა ბევრი შეურაცხმყოფელი სიტყვა. ირაკლი ხელაძე რომელიც მდუმარე დეპუტატი და სულ ორჯერ აქვს პარლამენტში ხმა ამოღებული, გიგა ფარულავას დაუძახა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამის შედეგ მას თავს დაესხა. ამისთვის ყველა იყო მომზადებული თავიდანვე, მათ შორის არჩილ გორდულაძე, ლაშა ტალახაძეც, გენო პეტრიაშვილიც. არჩილ გორდულაძე ფეხებით შეხტა პატრიარქის სკამზე, რომელზედაც რამდენიმე წუთის წინ პატრიარქი იჯდა და თავს დაესხა ადამიანს. დიახ ეს იყო წინასწარ დაორგანიზებული. ეს იყო დაგეგმილი. მსგავსი მასტაბის ჩხუბი პარლამენტში მართლა არ გვინახავს", - განაცხადა ვიკა ფილფანმა.
პარლამენტში ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
„ქართული ოცნების“ წევრები გახარიას პარტიას 2 დეპუტატს, გიგა ფარულავას და გიორგი შარაშიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"პირველების" მიერ გადაღებულ კადრების მიხედვით, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობენ, „ქართული ოცნების“ შემდეგი წევრები:
- არჩილ გორდულაძე,
- ლაშა ტალახაძე,
- ლევან მაჭავარიანი,
- ირაკლი კირცხალია
- ირაკლი ხელაძე