კობახიძე შეხვდა უკრაინელ ბავშვებს, რომლებიც საქართველოში ისვენებენ

27.06.26 21:43
კობახიძე შეხვდა უკრაინელ ბავშვებს, რომლებიც საქართველოში ისვენებენ

ირაკლი კობახიძე უკრაინელ ბავშვებს შეხვდა, რომლებიც, საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საზაფხულო ბანაკში ისვენებენ.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერმა ბავშვებს სადილზე უმასპინძლა.

  • ირაკლი კობახიძესთან ერთად იმყოფებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილე ლევან ღირსიაშვილინ და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი.

ინფორმციის თანახმად, პირველ ეტაპზე ბანაკის სტუმრები არიან შეიარაღებული ძალების მოსამსახურეების შვილები, ომის შედეგად დაობლებული ბავშვები და მათი თანმხლები პირები კიევიდან, რომლებიც 10 დღის განმავლობაში კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობენ. ბანაკის სტუმრებისთვის ასევე მოეწყობა ექსკურსიები თბილისში, ბოდბეში, სიღნაღსა და თელავში.

4-15 ივლისს ბანაკი უმასპინძლებს მეორე ნაკადს - ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს სუმიდან.

მსგავსი სიახლეები