საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება - ნაცვლიშვილი პრორუსული ალტ ინფოს გაუქმებას მოითხოვს
ლელოს წევრი, ანა ნაცვლიშვილი ალტ-ინფოს პარტიად დაფუძნებას ეხმაურება. მისი თქმით, ფაქტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
რაც შეეხება ალტ-ინფოს პარტიას! კონსერვატორები თუ რაც დაირქვეს. ეს პარტია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას! თუ იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უწყება მას დაარეგისტრირებს, ძალიან მძიმე რამეს მოაწერს ხელს.
მე კი ვიპოვი 29 ჩემს კოლეგას, რომელთან ერთადაც საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოვითხოვ ამ პარტიის გაუქმებას! ვიწყებთ", - წერს ნაცვლიშვილი.
ცნობისთვის, სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე პრორუსული და ძალადობრივი პარტიის, ალტ-ინფოს აკრძალვის სამართლებრივ გზებზე საუბრისას ამბობს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პარტიის აკრძალვა შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოს გზით და ამ პროცესის ინიცირება შეუძლია: პრეზიდენტს, მთავრობას და 30 დეპუტატს.
პრორუსულმა ჯგუფმა, ალტ ინფომ პარტია, კონსერვატიული მოძრაობა დააფუძნა. ძალადობრივი ჯგუფის პარტიის ყრილობა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. პარტიის თავმჯდომარედ, 5 ივლისის ძალადობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზურაბ მახარაძე აირჩიეს.