რუსული სათვალთვალო ტექნოლოგია და მოქალაქეთა მონაცემები - ექსპერტი შესაძლო საფრთხეებზე საუბრობს

28.06.26 13:31
რუსული სათვალთვალო ტექნოლოგია და მოქალაქეთა მონაცემები - ექსპერტი შესაძლო საფრთხეებზე საუბრობს

 

 

რუსეთში შექმნილი სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამოყენება საქართველოს მოქალაქეების პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებისთვის სერიოზულ რისკებს ქმნის - ასე აფასებს „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელი, პროფესორი გიორგი შაიშმელაშვილი გერმანული ორგანიზაცია AlgorithmWatch-ის გამოძიებას. მისი თქმით, სისტემა კამერების მიერ დაფიქსირებულ გამოსახულებას სახელმწიფო მონაცემთა ბაზებს ადარებს და მოქალაქეების იდენტიფიცირება შეუძლია, რაც რუსეთის კანონმდებლობისა და კომპანიის ФСБ-სთან კავშირების ფონზე, პერსონალური ინფორმაციის შესაძლო გაჟონვის საფრთხეს აჩენს. 

კამერა, სავარაუდოდ, აფიქსირებს მხოლოდ, ხოლო ეს სოფტი, რუსული პროგრამა, მას ეს ფუნქცია აქვს, ის ახდენს იდენტიფიცირებას. ანუ იდენტიფიცირებას როგორ ახდენს? ადამიანის გამოსახულება, რომელიც კამერამ აღიქვა, მას უკავშირებს ბაზაში არსებულ ადამიანთა მონაცემებს. წესით, ეგ მონაცემები ჩვენი ისედაც დაცულია, შსს-ს პრაქტიკლად, საქართველოს ყველა მოქალაქის ფოტოსურათი, პერსონალური ინფორმაცია, სამუშაო ადგილი და ა.შ. 

ლაპარაკია კომპანიაზე, რომელიც მუშაობს ღრმა სწავლების მიმართულებით, რომელსაც აქვს საშუალება, დაამუშავოს ძალიან ბევრი მასალა, მათ შორის ადამიანის სახის სხვადასხვა ნაკვთები და შეუძლია, მოახდინოს მისი იდენტიფიცირება და ვერიფიკაცია. ამ ტიპის ტექნოლოგიების შეძენა რუსეთისგან, თან შეგახსენებთ, რომ ეს კომპანია, ამ სისტემის შექმნელი კომპანია დასანქცირებული ჰყავს აშშ-ს უკრაინაში იმ ტიპის საქმიანობისთვის, რომელიც შეიძლება, იყოს დაკავშირებული ჯაშუშურ სამიქნობასთან. ანუ ასეთი სისტემის შეყიდვა მტრული სახელმწიფოსგან, ცხადია, რომ აჩენს რისკებს, რომ ჩვენი პერსონალური ინფორმაცია, ყველა იმ ადამიანის, რომელიც ამ კამერის ქვეშ შეიძლება, მოხვდეს, ეფ ეს ბეს ხელში, - ამბობს პროფესორი, "თავისუფლების მოედნის" დამფუძნებელი გიორგი შაიშმელაშვილი.

გერმანული ორგანიზაცია AlgorithmWatch გამოძიებაში წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება 2013 წლიდან იყენებს მოსკოვში დაფუძნებული კომპანიის სახის ამომცნობ ტექნოლოგიას, რომელსაც, მათი მტკიცებით, კავშირები აქვს რუსეთის ФСБ-სთან. ანგარიშის მიხედვით, ბოლო წლებში საქართველომ ამავე კომპანიისგან დამატებითი სათვალთვალო სისტემებიც შეიძინა, ხოლო 2018 წელს რუსმა ინჟინრებმა შსს-ს თანამშრომლებს ამ ტექნოლოგიის გამოყენებაში ტრენინგები ჩაუტარეს. ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ რუსეთის კანონმდებლობის გამო ამ მონაცემებზე წვდომის რისკი შესაძლოა რუსეთის სპეცსამსახურებსაც ჰქონდეთ. 

მსგავსი სიახლეები