სკანდალური გამოძიება: საქართველოს მთავრობამ სახის ამომცნობი კამერები "ეფ ეს ბე"-სთან დაკავშირებული, მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეიძინა

27.06.26 19:19
სკანდალური გამოძიება: საქართველოს მთავრობამ სახის ამომცნობი კამერები "ეფ ეს ბე"-სთან დაკავშირებული, მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეიძინა

როგორ თრგუნავს რუსული სათვალთვალო პროგრამული უზრუნველყოფა ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეების უფლებებს - ამ სათაურით აქვეყნებს გამოძიებას AlgorithmWatch, ორგანიზაცია, რომელიც ალგორითმებსა და ხელოვნური ინტელექტს (AI) იკვლევს, რათა უზრუნველყოს ამ ტექნოლოგიების გამოყენება ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და მდგრადობის დასაცავად.

გამოძიების თანახმად, ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ  სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული იმ კომპანიისგან შეიძინა, რომელსაც კავშირები აქვს ფედერალურ უშიშროების სამსახურთან ("ეფესბე"-სთან).

თქვენი სახეები რუსული FSB-ს ხელში შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან რუსულ კომპანიას რუსეთის სახელმწიფოსთან ვალდებულებები აქვს - იუწყება ორგანიზაცია. 

გამოძიებით აღმოჩნდა, რომ რუსული სახის ამომცნობი AI-ტექნოლოგია სახელმწიფომ 2013 წელს შეიძინა - ,,ქართული ოცნების'' ხელისუფლებაში მოსვლიდან 1 წელიწადში.

როგორც  AlgorithmWatch იუწყება, 2018 წელს, როდესაც ჯერ არც გავრილოვის ღამე იყო მომხდარი და ანტისაოკუპაციო აქციები რომ არც ტარდებოდა, ქვეყანაში რუსი ინჟინერები შემოვიდნენ, რომ შსს-ს მოხელეებისთვის ტრენინგი ჩაეტარებინათ.

გავრილოვის ღამის შემდეგ, 2020 წელს რუსულ კომპანიას კონტრაქტი განუახლეს - შედეგად, 2024 წელს და შემდეგ, ულიმიტოდ (Polyface 3.7.0), თქვენი სახეები რუსული FSB-ს ხელში შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან რუსულ კომპანიას რუსეთის სახელმწიფოსთან ვალდებულებები აქვს.  

ანუ, მარტივად: 2013 წლიდან მოყოლებული რუსული, სანქიცრებული კომპანია აძლევდა სახელმწიფოს ადამიანების  ამოცნობის საშუალებას, ამ ადამიანების პირადი მონაცემები შესაძლოა უცხო ქვეყანამ და ამ ქვეყნის გავლენის აგენტებმა ნებისმიერ დროს ნახონ, ათასობით დაჯარიმებული მოქალაქე ამიტომ გვყავს და ფონდები და ფულის შეგროვებაც ამიტომ დაგვჭირდა", - ნათქვამია გამოძიებაში. 

AlgorithmWatch-ის თანახმად, სახის ამოცნობის სისტემები ავტორიტარული სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი არ არის. იგივე არქიტექტურა არსებობს ევროპისა და სხვა ქალაქებში. განსხვავება - ჯერჯერობით - პოლიტიკური ნებაა. საქართველოში ის პროტესტის ჩასახშობად გამოიყენეს.

უცხო ქვეყნის მიერ შემუშავებული პროგრამის გამოყენება შეიცავს დიდ რისკს, რომ ამ უცხო ქვეყნის ხელში აღმოჩნდეს ქართველების პირადი მონაცემები.

  • გამოძიება ჩატარდა AlgorithmWatch-ის ალგორითმული ანგარიშვალდებულების ანგარიშგების სტიპენდიის ფარგლებში.

სტატიაში ნათქვამია, რომ პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, ხოლო სამართალდამცავი ორგანოების და მთავრობასთან მოკავშირე „ტიტუშკების“ (დაქირავებული მუშაკების) მხრიდან ცემის ფაქტები დაფიქსირდა.

გამოძიებაში ცალკე თავია - "ევროკავშირის კანდიდატიდან ავტორიტარულ რეპრესიებამდე"

2023 წელს საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რომელიც ბევრი ქართველისთვის დიპლომატიურ ფორმალობაზე ბევრად მეტს ნიშნავდა: ინსტიტუციური რეფორმებისკენ მიმავალ გზას, სამართლებრივი დაცვისკენ, ეკონომიკური ინტეგრაციისკენ და სტრუქტურული დასაყრდენისკენ ძლიერი და მტრულად განწყობილი მეზობლის გავლენისგან. გამოხატვის თავისუფლება, როგორც კანონით, ასევე ყოველდღიური პრაქტიკით, ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში იყო გარანტირებული. 2024 წლის 26 ოქტომბერს, სავარაუდოდ, გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ბევრი ქართველი ქუჩაში გამოვიდა და ზედიზედ 580 დღის განმავლობაში აპროტესტებდა. ევროპარლამენტმა მოითხოვა კენჭისყრის ხელახლა ჩატარება. საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ივანიშვილის პარტიის „ქართული ოცნების“ საჯარო სახემ, გამოაცხადა, რომ მისი მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებდა. შეჩერება ფართოდ არაკონსტიტუციურად ითვლება, რადგან საქართველოს კონსტიტუცია ყველა საჯარო ორგანოსგან მოითხოვს გაწევრიანების ხელშეწყობას. უფრო მეტიც, 2023 წლის გამოკითხვაში საქართველოს მოსახლეობის 86%-მა მხარი დაუჭირა გაწევრიანებას.

საპროტესტო აქციების პირველი თვეებისგან განსხვავებით, დემონსტრანტებს თანდათან ჩამოერთვათ უფლებები: მაშინ, როდესაც 2023 წელს შეკრებას ნებართვა არ სჭირდებოდა და გამოხატვის თავისუფლება გარანტირებული იყო, 2024 წლისთვის სახის დაფარვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლებოდა და გზის გადაკეტვისთვის ჯარიმა 500-დან 5000 ლარამდე გაიზარდა. 2025 წელს ორივე ქმედება სისხლის სამართლის დანაშაული გახდა და ტროტუარზე შეკრებასაც კი სახელმწიფო რეგისტრაცია სჭირდებოდა. 2026 წელს მთავრობის არალეგიტიმურად მოხსენიება ან მისი ონლაინ კრიტიკა შეურაცხმყოფლად მიჩნეული ტერმინების გამოყენებით ასევე სისხლის სამართლის დანაშაული გახდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ დაასკვნა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შესწორებულმა კანონებმა ფაქტობრივად გააუქმა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების თავისუფლება“.

მსგავსი სიახლეები