ბათუმში კაცი სიმაღლიდან გადმოვარდა და დაიღუპა

25.09.26 20:29
ბათუმში კაცი სიმაღლიდან გადმოვარდა და დაიღუპა

ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ახალგაზრდა კაცი სიმაღლიდან გადმოვარდა და დაიღუპა. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.

შემთხვევის დეტალები ამ დროისთვის უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.