თამარი მოკლეს, არ გავჩერდებით - ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს
თამარ ბაჩალიაშვილი მოკლეს, არ გავჩერდებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ - ეს განცხადებები ისმოდა დღეს პროკურატურასთან, სადაც ბაჩალიაშვილის ოჯახის კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა.
მთავარი მოთხოვნაა, საქმის ხელახალი გამოძიება. ასევე ოჯახს უნდა, რომ გადასცენ საქმის მასალები.
თვითონაც დარწმუნებულები არიან, რომ ბოლომდე არ აქვთ გამოძიებული და არაობიექტურად აქვთ გამოძიებული და ამიტომ ითხოვენ ახალ გარემოებებს, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ არის ახალი გარემოებები. ამიტომ კეთილი ინებონ და გადმომცენ მასალები, თამარ ბაჩალიაშვილი მოკლეს, ჩვენ არ გავჩერდებით, ვიბრძოლებთ ბოლომდე, - ამბოსბ ბაჩაილიასვილის დედა, თეონა თამაზაშვილი.
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახი დარწმუნებულია, რომ 23 წლის ქალი მოკლულია.
ბაჩალიაშვილები დღემდე ითხოვენ ამ საქმის ხელახალ გამოძიებას, საქმის მასალების გადმოცემას და შესაძლო დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას, მაგრამ უშედეგოდ.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება ამტკიცებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.