დავა სამშენებლო ბიზნესის გამო - დებმა ქაჯაიებმა პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყეს
ანა და ლანა ქაჯაიებმა პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყეს. სამშენებლო ბიზნესში ჩართული დები, რომლებიც რეკეტში ბიძინა ივანიშვილის ძმას ადანაშაულებენ, ამბობენ, რომ ახლა უკვე მუქარის მსხვერპლები არიან.
მათი თქმით, პროკურორები მათ გაუთქმელობის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ და როგორც თავად ამტკიცებენ, სისხლის სამართლის მუხლით საქმის აღძვრას უანონსებენ.
სრულად უკანონო დევნას ჰქონდა ადგილი, გაყალბებულ და ფალსიფიცირებულ დოკუმენტებს და ბრალდებას. ყოველივე ხორციელდება ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის სახელით, გვატერორებენ პროკურატურის და ფინანსური პოლიციის მეშვეობით. ჩვენი შიმშილობა არ იქნება ერთდღიანი და ერთ საათიანი, არ შევწყვეტთ იქამდე შიმშილობას, ვიდრე გენერალური პროკურორი და შესაბამისი უფლებამოსილი პირები, როგორც ჩვენმა ადვოკატმა გააჟღერა, შესაბამის ღონისძიებებს არ გაატარებენ. ამ პირის უკან, მისი გავლენიანი მფარველები დღემდე ხელებს დები ქაჯაიების საქმეში და ზეწოლის მოსახდენად იყენებენ სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს, - ამბობს ქაჯაია.
ბიზნესმენი დები საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩაზე 14 სართულიან კორპუსს აშენებენ, დავაც ამის გამო მიდის. ამტკიცებენ რომ პარნტიორმა პაატა ნუცუბიძემ, რომელიც საქმეში შემოიყვანეს, გაძარცვა. ახლა სამართლებრივი დევნა პროკურატურას მხოლოდ დების წინააღდეგ აქვს დაწყებული, რაც მათთვის მტკციებულებააა, რომ სავარაუდო რეკეტის უკან მდგომ ხალხს მფარველობენ. დებს ედავებიან, რომ პარნტიორებს შორის დადებულ შეთანხმებაზე მეოთხე პუნქტი თაღლითურად ჩაამატეს. სახელმწფიო ექსპეტიზა ამბობს, რომ ვერ დაადგენს ქსეროასლით პუნქტი ჩამატებულის თუ არა. ამის მიუხედავად სამართლომ მტკიცებულება დასაშვებად ცნო და წარმოებაც დაიწყო.
"შაბათის ეთერმა" მოიპოვა დოკუმენტები და აუდიო ჩანაწერები. რომელიც ადასტურებს რომ სასამართლოში და საჯარო უწყებებში ბიზნესმენი დების წიააღმდეგ საქმეები ლაგდებოდა. ყველა ჩანაწერში ,,ქართულ ოცნებასთან'' დაახლოებული პირები მფარველად ბიძინა ივანიშივლის ძმას, ალესანდრე ივანიშვილის ასახელებენ.