ავარია ზუგდიდში -დაშავებულია შუახნის ქალი
ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილის საჭეს სასულიერო პირი მართავდა, რომელმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარზე შევარდა.
ავარიის შედეგად შუახნის ქალი დაშავდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ქალს ფეხის მოტეხილობა აღენიშნება და ამჟამად ოპერაცია უტარდება.
„პირველები“ დამატებით დეტალებს არკვევს.