ოპოზიცია იყო სრულიად ყალბი და არაგულწრფელი - სააკაშვილი

30.06.26 22:13
ოპოზიცია იყო სრულიად ყალბი და არაგულწრფელი -  სააკაშვილი

ოპოზიცია იყო სრულიად ყალბი და არაგულწრფელი, როცა სალომე ზურაბიშვილი გამოაცხადა ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოდ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “რეაქციისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის არჩევა მოხდა ძლადობით, მოსყიდვით და გაყალბებით და ის თავიდანვე იყო არალეგიტიმური.

სააკაშვილის თქმით, ოპოზიციონერებმა სრულიად დააიგნორეს მისი განცხადებები საქართველოს ომში დადანაშულებაზე, „მძინარე ცხინვალის დაბომბვაზე“ და “ყალბ ხბოს აღტაცებას გამოხატავდნენ მაშინ ზურაბიშვილის ფიგურით“

როგორც ვთქვი, პარტიები გადაიქცა ბიზნეს პროექტებად. რა არის საფრთხე ბიზნეს-პროექტის? არის ის, რომ ყოველთვის არის ალბათობა ასეთი პარტიის მფლობელები თავისი მერკანტილური ინტერესების გამო რაღაც ეტაპზე დიქტატურას გაურიგდნენ და ფული აღმოჩნდეს მთავარი. ვინაიდან ჩადებულ ფულს სჭირდება მისი ამოღება მოგებით.

ოპოზიციამ უარი თქვა გაერთიანებაზე და გამოაცხადა, რომ ივანიშვილი მაინც ვერ გააყალბებს. შესაბამისად, როცა არჩევნები გაყალბდა და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთს ნიშნისმოგება დაუწყეს იმით, თუ ვის მეტი ხმა დაუწერა დიქტატურამ, ხალხიც არ გამოვიდა არჩევნების შედეგების დასაცავად. ასევე, ოპოზიცია იყო სრულიად ყალბი და არაგულწრფელი, როცა სალომე ზურაბიშვილი გამოაცხადა ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოდ - ქალი, რომლის არჩევა მოხდა ძალადობით, მოსყიდვით, გაყალბებით და ის თავიდანვე იყო არალეგიტიმური და რომლის დანიშვნა ამ პოსტზე მოხდა რუსეთის მითითებით, ვინაიდან ზურაბიშვილმა მანამდე დიდი საერთაშორისო კამპანია ჩაატარა საქართველოს ომში დადანაშაულებით და შესაბამისად, უზარმაზარი დახმარება გაუწია ჩვენს დამპყრობლებს. გაიხსენეთ, მისი პოსტები “მძინარე ცხინვალის დაბომბვაზე” საქართველოს მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებებზე და ეს სრულად დააიგნორეს ოპოზიციონერებმა, რომლებიც სრულიად ყალბ ხბოს აღტაცებას გამოხატავდნენ მაშინ ზურაბიშვილის ფიგურით,- განაცხადა სააკაშვილმა.