გაემიჯნება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ენმ-ს, თუ პარტია ნანუკა ჟორჟოლიანს არ აირჩევს

30.06.26 21:41
გაემიჯნება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ენმ-ს, თუ პარტია ნანუკა ჟორჟოლიანს არ აირჩევს

გაემიჯნება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ენმ-ს თუ პარტია ნანუკა ჟორჟოლიანს მხარს არ დაუჭერს - ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ “აქ საკითხი ერთი პარტიის მეორეზე გაცვლაში არ დგას და მთლიანად პარტიული სისტემაა შესაცვლელი“.

სააკაშვილის თქმით, “საკითხი დგას ასე - ან განახლდები, ან პოლიტიკურად მოკვდები“.

აქ საკითხი ერთი პარტიის მეორეზე გაცვლაში არ დგას. მთლიანად პარტიული სისტემაა შესაცვლელი. პარტია არის საარჩევნო ინსტრუმენტი. ჩვენთან არჩევნები აღარ ტარდება. ასე რომ, ასეთი ფორმით პარტიების არსებობას საერთოდ არ აქვს აზრი. საკითხი დგას ასე - ან განახლდები, ან პოლიტიკურად მოკვდები, დღეს სასიცოცხლო ამოცანაა თითოეული ქართველის ფიზიკურად გადასარჩენად ფართო, მასებში ფესვგამდგარი რევოლუციური მოძრაობის ჩამოყალიბება და ენმ თვითონ უნდა იყოს ამის ინიციატორი, - ამბობს სააკაშვილი.