რატომ არ ესწრებოდა თინა ბოკუჩავა ახალი კონცეფციის პრეზენტაციას - წითლიძის პასუხი

30.06.26 21:05
რატომ არ ესწრებოდა თინა ბოკუჩავა ახალი კონცეფციის პრეზენტაციას - წითლიძის პასუხი

რატომ არ ესწრებოდა თინა ბოკუჩავა ენმ-ში ახალი კონცეფციის პრეზენტაციას - ანა წითლიძე ამბობს, რომ არ იცის, რადგან ამ დრომდე მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

თუმცა ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ არა მხოლოდ თინა ბოკუჩავა უნდა ყოფილიყო, არამედ ყველა, ვისაც გული შესტკივა ნაცმოძრაობაზე. 

არ ვიცი, არ მქონია კომუნიკაცია, ცოტა გვიან მექნება. რა თქმა უნდა იცოდა, იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტსაბჭოს დამტკიცებულია ეს და შესაბამისად, ეს კონცეფცია 1 წლის წინ დამტკიცდა, მას აქვს სამდივნოს მხარდაჭერაც, რომლის შემადგენლობაშიც არის თავმჯდომარე. რატომ არ იყო, არ ვიცი, მაგრამ ვისურვებდი ყოფილიყო, არა მხოლოდ ის, ყველა ადამიანი, ვისაც გული შესტკივა ნაცმოძრაობაზე, და ასევე ისიც, ვისაც უნდა რომ ჯანსაღი დემორკატიული პროცესები იყოს პოლიტპარტიებში,- განაცხადა წითლიძემ.