თენგიზ შარმანაშვილი: მეზობლებთან სამძიმარზე ჩავდიოდით, ახლაც ჩავალთ და მომავალშიც არ დავიხევთ უკან

03.07.26 14:06
თენგიზ შარმანაშვილი: მეზობლებთან სამძიმარზე ჩავდიოდით, ახლაც ჩავალთ და მომავალშიც არ დავიხევთ უკან

 

 

მეზობლებთან სამძიმარზე ჩავდიოდით, ახლაც ჩავალთ და მომავალშიც არ დავიხევთ უკან - ასე ეხმაურება "ოცნების" წევრი, თენგიზ შარმანაშვილი მიხეილ ყაველაშვილის ჩასვლას თეირნაში, აიათოლა ალი ხამენეის სამგლოვიარო ცერემონიაზე.

შარმანაშვილი ფიქრობს, რომ ირანში ჩასვლა ამერიკასთან ურთიერთობაზე გავლენას არ იქონიებს.

ის ხალხი ვინც ტრამპთან ერთად ზანგეზურის შეთანხმებას ხელი მოაწერა, ჩადიან ირანში - ამბობს ივანიშვილის გუნდის წევრი. 

"ოცნების" დეპუტატი დღეს ტელეკამერების წინ ირწმუნებოდა, რომ "ნაბიჯები, რაც აშშ-დან გადმოიდგა, მას შემდეგ იყო, რაც პრემიერი სამძიმარზე იმყოფებოდა ირანში სხვა შემთხვევაში"

დაწერეთ ამერიკის განსაკუთრებული მტრების სია: სომხეთის პრეზიდენტი, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა... ასე მიაყოლეთ და მერე შეგიძლიათ საქართველოც მიაწეროთ. სულელ ადამიანზე ნუღარ მელაპარაკებით. იქ ვინც ჩავა, ყველა თუ ამერიკის მტერია, განაცხადოს ამერიკამ, რომ რაც ჩამოგითვალეთ, ყველა აშშ-ს მტერია. ჯო უილსონს დავანებოთ თავი, არასერიოზული კაცია.

ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს და მოხდება ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვა. ლოდინის რეჟიმში და ახლა, არიქა ხვალ დილით თუ არ იქნება, ასე ფიქრობს აგენტურა. აი ის ხალხი ვინც ტრამპთან ერთად ზანგეზურის შეთანხმებას ხელი მოაწერა, ჩადიან ირანში. სამძიმარზე ჩავდიოდით, ახლაც ჩავალთ და ყველას ცუდი ღმერთმა აშოროს და მომავალშიც თუ საჭირო იქნება, არ დავიხევთ უკან. ამის შესახებ აშშ-მა იცოდა და ის ნაბიჯები, რომლებიც გადმოიდგა, გადმოიდგა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერმინისტრიო ამ ქვეყანაში სამძიმარზე ნამყოფი იყო სხვა შემთხვევაშიც", - განცხადა შარმანაშვილმა. 

მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის სამგლოვიარო ცერემონიაზე დასასწრებად ირანში ჩავიდა - პირველ კადრებს აეროპორტიდან ირანული მედია ავრცელებს. 

  • მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციას ოფიციალური განცხადება და კადრები ჯერ არ გაუვრცელებია.

ასევე ნახეთ გამოხმაურება ამერიკიდან: