ჯო უილსონი: „ოცნების“ ყალბი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებას გეგმავს
„ოცნების“ ყალბი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებას გეგმავს - ამ სიტყვებით ეხმიანება ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი თბილისიდან გავრცელებულ ამბავს, ყაველაშვილის თეირანში დაპატიჟების შესახებ.
უილსონი ამბობს, რომ ეს არის სამგლოვიარო ცერემონია, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან.
„ქართული ოცნების“ ყალბი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს, რათა ირანსა და „ქართულ ოცნებას“ შორის უკიდურესად ანტიამერიკული პაქტი კიდევ უფრო გააღრმავოს. დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან“, - აცხადებს კონგრესმენი.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება.