“თავისუფლება სინდისის პატიმრებს”, “მადლობა ბრძოლისთვის” - ტრადიციული მარში თბილისში

04.07.26 21:17
“თავისუფლება სინდისის პატიმრებს”, “მადლობა ბრძოლისთვის” - ტრადიციული მარში თბილისში

“თავისუფლება სინდისის პატიმრებს”, “მადლობა ბრძოლისთვის” - თბილისში ტრადიციული შაბათის მარში მიმდინარეობს. 

მსვლელობის მონაწილეებმა დედაქალაქის მთავარ გამზირზე ამერიკისა და საქართველოს გიგანტური დროშები გაშალეს.

მოქალაქეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით: ,,თავისუფლება სინდისის პატიმარ ქალებს”, ,,რეჟიმი, რომელსაც ქალების ეშინია, უკვე დამარცხებულია” და სხვა. 

აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს, ელენე ხოშტარიას, ნანა სანდერს და პატიმრობაში მყოფ სხვა ქალებს. 

აქცია პარლამენტის შენობისთან დასრულდება. 

მსგავსი სიახლეები