სისხლიანი დაპირისპირება ვასლიჯვარში - დაკავებულია 41 წლის კაცი

05.07.26 11:14
სისხლიანი დაპირისპირება ვასლიჯვარში - დაკავებულია 41 წლის კაცი

ვაშლიჯვარში მომხდარი სისხლის დაპირისპირების საქმეზე "პირველებისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. პოლიციამ 41 წლის კაცი დააკავა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი ადამიანი დაჭრა. 34 და 35 წლის მამაკაცები ამ დროისათვის კლინიკაში არიან გადაყვანილები და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

რაც შეეხება მომხდარს, სისხლიანი დაპირისპირება უბნელებს შორის ვაშლიჯვარში გუშინ დაახლოებით 23:00 საათისთვის მოხდა. არსებული ინფორმაციით, მეზობლებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი შელაპარაკება იყო, რასაც სროლა მოჰყვა. თვითმხილველების თქმით, კაცი, რომელმაც იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იყო. 

ადგილზე ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები