ირანში ყოფნით "ოცნების" რეჟიმმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ავტოკრატიების მხარეს დგას - გეგელია

05.07.26 16:13
ირანში ყოფნით "ოცნების" რეჟიმმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ავტოკრატიების მხარეს დგას - გეგელია

 

 

ირანში ყოფნით "ქართული ოცნების" რეჟიმმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ღირებულებების თვალსაზრისით, ის არის ამ ტიპის ავტოკრატიების მხარეს, - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია საუბრობს. მისი თქმით,  ეს ვიზიტი მხოლოდ ღირებულებითი განაცხადი არაა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. 

ირანში ყოფნით "ქართული ოცნების" რეჟიმმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ღირებულებების თვალსაზრისით, ის არის ამ ტიპის ავტოკრატიების მხარეს, ის არის დიქტატურის მხარეს, ზოგადად, საკაცობრიო იდეალების, განმანათლებლობების, ცივილიზაციის წინააღმდეგ. ყველას უდნა ესმოდეს, რომ ეს ვიზიტი არ არის მხოლოდ ღირებულებითი განაცხადი, ეს არის თქვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მომართული ვიზიტი, რომელიც პირდაპირ აზარალებს ჩვენს ეკონომიკას, ჩვენს საგარეო პოლიტიკას, რომელიც უკვე განადგურებულია, - განაცხადა გეგელიამ. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩავიდა.  

მსგავსი სიახლეები