ყაველაშვილის ვიზიტი ირანში: პროტოკოლური ჟესტი თუ გააზრებული იზოლაცია?
„ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა სულ უფრო წინააღმდეგობრივ ფაზაში შედის. ბიძინა ივანიშვილის გუნდი ვაშინგტონთან ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებლობაზე საუბრობს, პარალელურად კი საქართველო უმაღლეს დონეზე იყო წარმოდგენილი აიათოლა ალი ხამენეის სამგლოვიარო ცერემონიაზე თეირანში.
ყაველაშვილის ამ ნაბიჯს ოპოზიცია გააზრებულ პოლიტიკურ ავანტიურად აფასებს და აცხადებს, რომ ეს მხოლოდ პროტოკოლური ჟესტი არ ყოფილა.
ამავე პერიოდში, საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოახლოებულ სამიტზე წარმოდგენილი არ იქნება.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.