ეკონომიკის მინისტრის დეკლარაცია - რა კითხვები აქვთ კორუფციის მკვლევარებს

05.07.26 20:55
ეკონომიკის მინისტრის დეკლარაცია - რა კითხვები აქვთ კორუფციის მკვლევარებს

ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის ქონებრივი დეკლარაცია კორუფციულ ეჭვებს აჩენს. დოკუმენტის მიხედვით, მინისტრის შემოსავალი წლიდან წლამდე დაახლოებით 600 ათასი ლარით გაიზარდა.

დეკლარაციაში მითითებულია ათიათასობით დოლარისა და ლარის ოდენობის შემოსავალი, რომლის წყაროდაც მეგობრების მიერ ვალის დაბრუნებაა დასახელებული. თუმცა დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული, ვინ და როდის დაუბრუნა მინისტრს აღნიშნული თანხები.

კორუფციის მკვლევარები აცხადებენ, რომ მსგავსი გზით მნიშვნელოვანი ოდენობის თანხების დეკლარირება კითხვებს აჩენს. მათი შეფასებით, კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები შესაძლოა გამოყენებული იყოს შემოსავლების წარმოშობის დასაფარად.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების ქონებრივი დეკლარაციები საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციული ეჭვების საგანი ხდება. ექსპერტების თქმით, მაღალი თანამდებობის პირების შემოსავლების გაუმჭვირვალობა სისტემურ პრობლემად რჩება.

ვრცლად ნახეთ თეკლა დონაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები