ხაბეიშვილი: თავისუფლებაზე მყოფებს გთხოვთ, 23 ნოემბერს ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან შევიკრიბოთ
პატიმრობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ხალხს 23 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეკრებას სთხოვს.
"პირადად გთხოვთ მომცეთ შესაძლებლობა ტყვეობიდან ყველა ერთად დაგინახოთ!“- წერს ციხიდან გამოგზავნილ წერილსი ლევან ხაბეიშვილი.
„23 ნოემბერი ახლოვდება - გიორგობა დღე, ვარდების რევოლუციის, გამარჯვების, ხალხის გამარჯვების თარიღი! სიკეთის გამარჯვების დღე ბოროტებაზე, სინათლის გამარჯვების დღე ბოროტებაზე!
გამარჯვება ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად გვაკლია!
თავისუფლებაზე მყოფებს გთხოვთ, 23 ნოემბერს - 18:00 საათზე, ბათუმში შევიკრიბოთ საკონსტიტუციო სასამართლოსთან! შეუძლებელია ბათუმში არ აღვნიშნოთ ეს დღე!
პირადად გთხოვთ მომცეთ შესაძლებლობა ტყვეობიდან ყველა ერთად დაგინახოთ!“- წერს ლევან ხაბეიშვილი.