პროტესტი რუსთავის მერიასთან - მოქალაქეები წინაპრების მიწების დარეგისტრირებას ითხოვენ
რუსთავის მერიასთან საპროტესტო აქციაა - მოქალაქეები წინაპრებისგან დატოვებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას ითხოვენ.
საუბარია იალღუჯის მთაზე მდებარე დაახლოებით 12 ათას ნაკვეთზე, რომლებიც, ადგილობრივების თქმით, რუსთავის მოსახლეობამ ჯერ კიდევ 90-იან წლებში მიიღო. აქციის მონაწილეებს ხელში აქვთ დოკუმენტები და საარქივო მასალები, თუმცა აცხადებენ, რომ სახელმწიფო საკუთრების რეგისტრაციაზე უარს ეუბნება.
მოქალაქეების თქმით, ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ამ ნაკვეთების ნაწილი მერიამ უკვე სხვა პირებზე გაასხვისა. ისინი ითხოვენ, შეჩერდეს მიწების გასხვისების პროცესი და მათი საკუთრების საკითხი დოკუმენტების საფუძველზე გადაიხედოს.
ჩემს სახელზე იყო ყუველაფერი, მაგრამ არ აფორმებენ, აზრი არ აქვს ამას. რამდენჯერ უნდა მოვიდეთ, რამდენჯერ უნდა ვიჩივლოთ, რამდენჯერ იყო აქცია, მაგრამ რეაგირება არ არის. საკუთრებას ვითხოვებ, სხვისას ხომ არაფერს ვითხოვ? ყველა გვპირდება, მაგრამ არაფერი შედეგი არ არის. მოვითხოვთ იმას, რომ დაგვირეგისტრირონ ჩვენი საკუთარი მიწები, - ამბობს მოქალაქე.
ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაზის ჩართვაში.