ალეკო ელისაშვილის საქმე დასკვნით ეტაპზეა
ალეკო ელისაშვილის საქმე დასკვნით ეტაპზეა - ამ წუთებში სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.
პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი ამტკიცებს, რომ "ელისაშვილმა ტერორისტული აქტის განხორციელება სცადა", რითაც მან პროკურატურის მტკიცებით, მანდატურის სამსახურის თანამშრომლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა.
პროცესს არ ესწრება ალეკო ელისაშვილი, ის სხდომათა დარბაზიდან მოსამართლემ გააძევა.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, პოლიტიკოსის ადვოაკტი ამბობს, რომ საქმეში ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებები არ არსებობს.
იურისტების თქმით, საქმეში ზარალი სულ რაღაც 430 ლარია.
ვერცერთმა ექსპერტიზის დასკვნამ და კონკრეტულმა მოწმემ ვერ დაადასტურა და ამის რეალური მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი, რომ 15 კვადრატლ მეტრზე 2 ლიტრი ბენზინით გაჩენილი ცეცხლი გამოიწვევდა თითქმის 4 ჰექტარის სასამართლო შენობის განადგურებას. ეს პირდაპირ გამორიცხავს იმას რომ აქ ტერატის მცდელობას ჰქონოდა ადგილი, უბრალოდ ცდილობენ, მსუბუქი დანაშაულის უმძიმეს დანაშაულად წარმოჩენას"- აცხადებს იურისტი.
კიდევ ერთი იურისტის, გიორგი რეხვიაშვილის თქმით, "მას შემდეგ რაც კამერები გაითიშა, ალეკო ელისაშვილზე ფიზიკური ძალადობა მოხდა, თუმცა ამ საქმეზე გამოძიება არც კი დაწყებულა".
რას ედავებიან ელისაშვილს?
- ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ალეკო ელისაშვილს ბრალდება კიდევ ერთ ეპიზოდზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.