ტრამპი ზელენსკის შეხვდება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ანკარაში მიმდინარე კვირას ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება. [სამიტი 7-8 ივლისს იმართება].
ვაშინგტონში რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, თეთრ სახლში დაადასტურეს, რომ ტრამპის და ზელენსკის შეხვედრა 8 ივლისს გაიმართება.
ცნობილია, რომ 4 ივლისს, ტრამპი უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებს ტელეფონით ესაუბრა.
ტრამპთან საუბრის შემდეგ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ განიხილეს მიმდინარე სიტუაცია ფრონტზე და დიპლომატიაში.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა მოსკოვში 5 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ კიევს და მის „ევროპელ სპონსორებს“ კონფლიქტის გაჭიანურება და ესკალაცია სურთ.
"პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმია ნებისმიერ შემთხვევაში აიღებს დონბასის ყველა რაიონს"- თქვა რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა.