თეა წულუკიანს კულტურის სამინისტრო თავისი საკარმიდამო ჰგონია - ნოდარ მელაძე

22.11.21 11:15
თეა წულუკიანს კულტურის სამინისტრო თავისი საკარმიდამო ჰგონია - ნოდარ მელაძე

ტელეკომპანია "პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე, კულტურის სამინისტროდან კრიტიკული მედიის ჟურნალისტების გამოგდების ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ მთავრობის ადმინისტრაციამ სასწრაფო განმარტება უნდა გააკეთოს.

ნოდარ მელაძეს აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ხელისუფლებისთვის არაკომფორტული მედიის წარმომადგენლების დაბლოკვა ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურის უფროსთან, ნინო გიორგობიანთან, გამართულ თათბირზე გადაწყდა. 

მინისტრ წულუკიანს, სავარაუდოდ, ჰგონია, რომ კულტურის სამინისტრო მისი საკარმიდამო მიწის ნაკვეთია - არა, ის არის საჯარო სივრცე, სადაც ჟურნალისტებისთვის ღონისძიებაზე უნდა იყოს შეუზღუდავი დაშვება უზრუნველყოფილი. დღეს მან გამოყარა კრიტიკული მედიის წარმომადგენლები პრესკონფერენციიდან, რომელიც იყო ღია ღონისძიება და დაუშვა მხოლოდ სამთავრობო მედია. 

გვაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ არ იყვნენ სამინისტროებში ღონისძიებებზე დაშვებულები, იმიტომ რომ ამით მინისტრებმა კრიტიკულ კითხვებს თავი აარიდონ. ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო 13 ნოემბერს სავარაუდოდ, მთავრობის ადმინისტრაციაში, ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურთან, ნინო გიორგობიანთან, გამართულ თათბირზე. თუ ასე არ იყო, გამოვიდეს და განმარტოს მთავრობის ადმინისტრაციამ, რას უკავშირებს და როგორ აფასებს მისი დაქვემდებარებული უწყების მიერ ჟურნალისტების ქუჩაში გამოყრას"- განაცხადა მელაძემ.

"ტვ პირველი" მომხდარის შესწავლას სახალხო დამცველს სთხოვს. 

ასევე, ჩვენ მივმართავთ სახალხო დამცველს და ვთხოვთ, ქალბატონ ნინო ლომჯარიას, რომ მოახდინოს ამ თემასთან დაკავშირებით რეაგირება, რადგან პირველი - ეს იყო დისკრიმინაციული მიდგომა მედიის წინააღმდედ და მეორე - ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა"- აღნიშნა ნოდარ მელაძემ.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები