"ნაციონალური მოძრაობა" დიდი ცვლილებების მოლოდინში

06.07.26 20:38
"ნაციონალური მოძრაობა" დიდი ცვლილებების მოლოდინში

ორ დღეში "ნაციონალურ მოძრაობაში" ყველა არჩეულ თანამდებობაზე მყოფ ლიდერს უფლებამოსილების ვადა ეწურება. თინა ბოკუჩავას 8 ივლისიდან თავმჯდომარე ვეღარ იქნება. პარტიას ჯერ არც ახალი არჩევნები ჩაუნიშნავს და არც ყრილობა. არადა ახალ თავმჯდომარესთან ერთად, ამ ყრილობაზე ახალი პოლიტიკური საბჭო და სამდივნოც უნდა აირჩიონ. დღეს გაირკვა, რომ შესაძლოა ბოკუჩავას ადგილზე დიდი კონკურენცია არც იყოს და არჩევნების საჭიროება დღის წესრიგში საერთოდ არ დადგეს.

იქამდე ვიდრე არ იქნება ახალი ყრილობა, ყველა არჩეული თანამდებობის პირი მოვალეობას შეასრულებს. მათ შორის თიკა ბოკუჩავაც, რომლის 2-წლიანი მმართველობა დღეს კრიტიკის საგანია. ცვლილებების ერთ-ერთი მხარდამჭერია ანი წითლიძე. ის არ გამორიცხავს თავმჯდომარის პოსტისთვის თავადაც იბრძოლოს.

არსებობს ვერსია, რომ პარტიაში მართვის სადავეებს არა ახალი თავმჯდომარე, არამედ ახლად-ფორმირებული დამოუკიდებელი სტრუქტურა გადაიბარებს. მიხეილ სააკაშვილის მიერ დასახელებული კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ რეფორმებზე ორიენტირებულ სტრუქტურას თავად სააკაშვილი უხელმძღვანელებს და რეალური ცვლილებების მომტანიც სწორედ ეს იქნება.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები