“თურქი დეპუტატები აფხაზეთთან საჰაერო და საზღვა გზების აღდგენას ითხოვენ“ - ნათელაშვილი თურქეთის ხელისუფლებისგან განმარტებას ითხოვს

19.11.26 12:46
“თურქი დეპუტატები აფხაზეთთან საჰაერო და საზღვა გზების აღდგენას ითხოვენ“ - ნათელაშვილი თურქეთის ხელისუფლებისგან განმარტებას ითხოვს

 

 

 

“ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი თურქეთის საელჩოს სპეციალურ ნოტას გადასცემს, სადაც მოითხოვს იმ თურქმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რომლებმაც აფხაზეთთან მეგობრობის ჯგუფი შექმნეს, ეს ჯგუფი დატოვონ.

ნათელაშვილი ითხოვს ამ თემაზე თურქეთის ხელისუფლებამ გააკეთოს განმარტება, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის ელჩი დაიბაროს. 

მისი თქმით, თუ თურქი დეპუტატები არ დატოვებენ “აგრესიულ-მტრულ“ მეგობრობის ჯგუფს აფხაზეთთან, ყველა მათგანს წარადგენენ შერთებულ შტატებში, ევროკავშირში და დიდ ბრიტანეთში, მინიმუმ სავიზო სანქციებისთვის. 

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ოლიგარქი დაკავებულია ქართული სახელმწიფოებრიობის ნგრევით, ამ წუთებშიც, მინსკში, მისი მსტოვრები იმყოფებიან პუტინის დელეგაციასთან, მოღალატოებრივ მოლაპარაკებებზე და ამასობაში, ანკარიდან მოვიდა შეტყობინება, რომ თურქეთში, იქაური პარლამენტის ოპოზიციურ პარტიათა წევრებისგან შეიქმნა აფხაზეთთან მეგობრობის ჯგუფი. ახლა ვარ თურქეთის საელჩოსთან, რომელსაც გადაეცემა სპეციალური ნოტა. ამ ჯგუფის მიზანია, მეგობრული და მტრული, ისინი მოითხოვენ, აფხაზეთთან თუქეთიდან საჰაერო და საზღვა გზების აღდგენა - განვითარებას, აფხაზური პასპორტების ცნობა-აღიარებას, ხოლო ზოგიერთი მოითხოვს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობას, საერთაშორისო სამართლებრივად. ეს პირდაპირი ალიანსი გამოდის რუს აგრესორ ოკუპანტებთან, რომლებსაც ქართული მიწა აქვთ მიტაცებული და გენოციდით, ეთნოწმენდით არიან წლებია დაკავებული. 

ჩვენ მოვითხოვთ თურქეთის ხელისუფლებისგან განმარტების გაკეთებას, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრმა, უსაქმურმა, გამოიძახოს თურქეთის ელჩი და ახსნა- განმარტება მოსთხოვოს. თუ თურქი დეპუტატები არ დატოვებენ ამ აგრესიულ-მტრულ მეგობრობის ჯგუფს აფხაზეთთან, ჩვენ ყველა დეპუტატს წარვადგენთ შერთებულ შტატებში, ევროკავშირში და დიდ ბრიტანეთში, მინიმუმ სავიზო სანქციებზე, სამომავლოდ კი საქართველოში შემოსვლის, აქ ბიზნესის წარმოების უფლება სამუდამოდ აეკრძალებათ, - ამბობს  შალვა ნათელაშვილი.

მსგავსი სიახლეები