შს მინისტრი ამბობს, რომ აფეთქება კორპუსში გაზის გამათბობელმა გამოიწვია

19.11.26 12:43
შს მინისტრი ამბობს, რომ აფეთქება კორპუსში გაზის გამათბობელმა გამოიწვია

შს მინისტრი, სულხან თამაზაშვილი ამბობს, რომ აფეთქება ქვემო ფონიჭალაში, კორპუსის მეხუთე სართულზე გაზის გამათბობელმა გამოიწვია.

თამაზაშვილის თქმით, უკვე გამოკითხულია ის პირიც, რომელმაც გამათბობელი ჩართო.  

აფეთქების მიზეზი და კერა და უშუალოდ იდენტიფიცირებულია. ეს გაზის გამათბობლის შედეგად მოხდა. მოქალაქე მეხუთე სართულზე ცდილობდა გაზის გამათბობლის ჩართვას. კონტაქტურია და გვიყვება, რომ ღამე ჩავრთეო, შემდეგ გამოვრთეო და დილით ისევ ვცადე ჩართვა და მოხდა აფეთქებაო", - ამბობს თამაზაშვილი.

“უსინათლოთა დასახლებაში“ ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაოებენ .

აფეთქება ქვემო ფონიჭალაში ცოტა ხნის წინ მოხდა - “უსინათლოთა დასახლებაში“ ხუთ სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებიდან მაშველებმა 4 პირი გამოიყვანეს. ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილები. 

 

 

მსგავსი სიახლეები