თინა ბოკუჩავამ ყველაზე რთულ პერიოდში ითავა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობა - ელენე ხოშტარიას წერილი

09.07.26 14:10
თინა ბოკუჩავამ ყველაზე რთულ პერიოდში ითავა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობა - ელენე ხოშტარიას წერილი

პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია, რომელიც ამ ამჟამად კლინიკა "ვივამედშია" მოთავსებული, "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე ცვლილებებს წერილით ეხმაურება.

"დროას" ლიდერი წერს, რომ თინა ბოკუჩავამ ყველაზე რთულ პერიოდში ითავა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობა მისი ეს გამბედაობა დასაფასებელია.

ნაციონალურ მოძრაობას კი წარმატებას ვუსურვებ ნებისმიერ იმგვარ ფორმაციაში, რომელიც საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეუწყობს ხელს - წერს ელენე ხოშტარია.

მინდა მადლობა გადავუხადო თინა ბოკუჩავას - ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ რთულ პერიოდში,  გამორჩეული თანამშრომლობისთვის. ბუნებრივია, ამ ვითარებაში, საერთო ფრონტის არსებობა ჩვენი ვალდებულებაა, თუმცა, ხაზი მინდა, გავუსვა, რომ თინასთან თანამშრომლობა ჩემთვის ძალიან საინტერესო, კონსტრუქციული და განსხვავებების მიუხედავად, ყოველთვის შედეგზე ორიენტირებული იყო.
გამორჩეულად მნიშვნელოვანი  იყო მისი მუშაობა საგარეო ასპარეზზე,  როგორც ჩემთვის,  ისე ჩვენი არაერთი პარტნიორისთვის. თინას არასდროს დაურღვევია ბალანსი პირად, პარტიულ თუ ქვეყნის ინტერესებს შორის. მისთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იყო ქვეყნის ინტერესი, თუმცა, ყოველთვის რჩებოდა პარტიული ინტერესის ერთგულიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკოსისთვის. 
გვახსოვდეს, რომ თინა ბოკუჩავამ ყველაზე რთულ პერიოდში ითავა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობა. მისი ეს გამბედაობა დასაფასებელია. ნაციონალურ მოძრაობას კი წარმატებას ვუსურვებ ნებისმიერ იმგვარ ფორმაციაში, რომელიც საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეუწყობს ხელს", - წერს ელენე ხოშტარია. 

"ნაციონალური მოძრაობის" მართვის სრულიად ახალი მოდელი - 27 წლის შემდეგ პარტია ფუნდამენტური ცვლილებებისთვის ემზადება.  შეიქმნება რეფორმატორთა საბჭო, რომელსაც  მიხეილ სააკააშვილი უხელმძღვანელებს, აღმასრულებელი მდივანი კი ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება. სააკაშვილი აანონსებს, რომ ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა და  გააერთიანებს იმ ხალხსაც,  ვინც  "ნაციონალური მოძრაობის" წევრი არ არის.

"რეფორმების საბჭომ" "ნაცმოძრაობა" ცვლილბებეისთვის უნდა მოამზადოს. ამის შემდეგ აირჩევს პარტია ახალ თავმჯდომარეს და ახალ პოლიტკურ საბჭოს. მანამდე იქნებიან მოვალეობის შემსრულებლები. ახალი სახეების მოზიდვას საკუთარ თავზე ნანუკა ჟორჟოლიანი იღებს.  ახალგაზრდები ახალი იდეებით  - ეს იქნება მთავრი კრიტერიუმი. 

რა ბედი ელის ამ დროს უშუალოდ პარტიას? დღეს, 8 ივლისს, ნაციონალური მოძრაობის ყველა თანამდებობის პირს ვადა ამოეწურა. მესამე პრეზიდენტის გეგმის მიხედვით,  პარტიული ყრილობა ივლისის ბოლოს იქნება, რომელიც დროებით ორგანოს აირჩევს. პარტიული თანამდებობა უცვლელად, მხოლოდ ლევან ხაბეიშვილს შეუნარჩუნდება.

სად ხედავს სააკაშვილი მოქმედი თავმჯდოამრის თინა ბოკუჩავას ადგილს, ვრცელ განცხადებაში ამის შესახებ არაფერი წერია.