აიათოლას რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსული ირანის მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ შესაძლოა, საქართველოდან გააძევონ

09.07.26 21:48
აიათოლას რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსული ირანის მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ შესაძლოა, საქართველოდან გააძევონ

აიათოლას რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსული ირანის მოქალაქეები  შესაძლოა საქართველოდან გააძევონ. ირანელი აქტივისტები ამტკიცებენ, რომ  ირანის საელჩო საქართველოში მათ სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის გამო რეპრესიებს უწყობს და არც პასპორტებზე უგრძელებს ვადას და არც დროებითი ბინადრობის მისაღებად  საჭირო დოკუმენტებს აძლევს.

აქტივისტები "პირველებს"  უყვებიან, რომ ირანის საელჩოს თანამშრომლების ხელშია იმ პირების ფოტოსურათები, რომლებიც საპროტესტო აქციებში აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას,  სწორედ ასე ხდება მათი  იდენტიფიცირება. მათი თქმით,  საქართველოს ხელისუფლებამ ისინი უპატრონოდ დატოვა.

ირანის მოქალაქე ,რომელსაც იძულებითი წესით გაძევების შემთხვევაში სიკვდილით დასჯა ემუქრება იმან  ასღარია. ის ერთ-ერთი საქართველოში მცხოვრები ირანელია რომელიც აიათოლას რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად იყო ჩართული,  იმანი საემიგრაციო სამსახურმა 2026 წლის მაისში დააკავა  მას, როგორც სხვა დანარჩენ ირანელ მოქალაქეებს საელჩომ პასპორტის ვადის გაგრძელებაზე და ბინადრობის უფლების მიღებაზე უარი უთხრა. იმან ასღარის უფლება დამცველი ამბობს, რომ მათ მიმართეს უკვე სახალხო დამცველსაც და აპირებენ რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ.

ანი ჩუბინიძე თემის დეტალებით

 

მსგავსი სიახლეები