ნანუკა ჟორჟოლიანი ჰყვება, რას სთავაზობდა სააკაშვილი ბოკუჩავას
მიხეილ სააკაშვილმა, როგორც კი დაიწყო ამ ახალ იდეაზე მსჯელობა და ფიქრი [საუბარია რეფორმატორთა საბჭოზე] პირველი შეთავაზება ვისაც გაუკეთა ამ საბჭოში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ეს იყო თინა ბოკუჩავა - ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანმა ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" განაცხადა.
საბჭოს აღმასრულებელი მდივანი TV პირველის ეთერში ჰყვება, რომ ვიდრე, სააკაშვილის პოსტი გამოქვეყნდდებოდა, კვირა ნახევრის წინ ის თინა ბოკუჩავას, შეხვდა.
მიშამ შეთავაზება გაუკეთა ჯერ მიშას, მან რომ წერილი მომწერა, იქ ეწერა, რომ მე თინასთან კონსულტაციიებს გავდივარ ამ თემაზე, "რეფორმატორთა საბჭოზე" , რაც გულისხმობს იმას, რომ სააკაშვილი ჩემამდე კავშირში იყო თინა ბოკჩავასთან.
მე ვიცი, რომ თინამ მიშასგან "რეფორმატორთა საბჭოში" მნიშვნელოვანი წინადადება. მე როგორც ვიცი, ის [თინა ბოკუჩავა] უნდა ყოფილიყო საგარეო ველზე, რაც ნამდვილად მისი ძლიერი მხარეა. მე ვფიქრობ, რომ რაშიც უკონკურენტოა თინა პარტიაში, ის უნდა ყოფილიყო წარმომადგენელი "რეფორმატორთა საბჭოში", ისევე როგორც პარტიაში"- განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
მისი თქმით, "განცდის გაჩენა, რომ მიხეილ სააკაშვილი არასწორად მოექცა ვიღაცას, არასწორია". ნანუკა ჟორჟოლიანი იქვე ხაზგასმით აცხადებს, რომ დაპატიმრებული პრეზიდენტი მის დაფუძნებული პარტიის დატოვებას არ განიხილავს.
მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის ნაციონალური მოძრაობა. თვლის, რომ მის პარტიაში რევოლუციური ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად მიიღო საქმიანი კოალიციის შექმნის [გულისხმობს "რეფორმატორთა ჯგუფს]. ამ პროცესში არიან ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ იყვნენ პარტიულები, არ უნდათ პარტიაში შესვლა, რასაც თავისთავად ზღუდავდა ის პირველი გეგმა და ამიტომ, ქმნის საბჭოს - დამოუკიდებელ სტრუქტურას და ეუბნება ადამიანებს, მოდით, მიიღეთ შეცვლაში მონაწილეობა, გაძლევთ ინსტრუმენტს, ჩემს შექმნილ პარტიას, გენდობით..."- დასძინა ჟირჟოლიანმა.