ალეკო არ გატყდება და კაცად გათავისუფლდება ძალიან მალე - ირაკლი კუპრაძე

10.07.26 15:58
ალეკო არ გატყდება და კაცად გათავისუფლდება ძალიან მალე - ირაკლი კუპრაძე

"ლელო-ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ალეკო ელისაშვილის მიმართ გამოტანილ 13 წლიან განაჩენს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

დაჩაგვრას ცდილობს მურუსიძის სასამარლო. არ გამოვა ეგ საქმე - წერს კუპრაძე სოციალურ ქსელში და იქვე აღნიშნავს, რომ მისი თანამებრძოლი მალე პატიმრობიდან აუცილებლად გათავისუფლდება. 

ჩემს მეგობარს და საკუთარ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ კაცს, ალეკო
ელისაშვილს 13 წელი მიუსაჯა ივანიშვილის სასამართლომ. გამოგონილი ბრალით, რაც მხოლოდ პროპაგანდისთვის ჭირდება. 
ვერაფერი გადაფარავს სიმართლეს და ვერაფერი მათქმევინებს უარს, ვიყო მებრძოლი კაცის ქომაგი! ალეკოს დაჩაგვრას ცდილობს მურუსიძის სასამარლო. არ გამოვა ეგ საქმე.
ალეკო არ გატყდება და კაცად გათავისუფლდება ძალიან მალე! 
თავისუფლება ალეკო ელისაშვილს!- წერს ირაკლი კუპრაძე. 

"ძლიერი საქართველოს" წევრს, ალეკო ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.

განაჩენის გამოცხადებამდე ელისაშვილი მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა. 

აღნიშნული ეპიზოდი თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში მომხდარ ფაქტს ეხება, სადაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ალეკო ელისაშვილის ქმედება აღკვეთეს და შემდეგ უკვე ის ადგილზე სამართალდამცავებმა დააკავეს.