სასამართლომ შალვა პაპუაშვილის და ირაკლი კობახიძის პოზიცია გააფორმა - თაზო დათუნაშვილი ელისაშვილის განაჩენზე

10.07.26 16:13
სასამართლომ შალვა პაპუაშვილის და ირაკლი კობახიძის პოზიცია გააფორმა - თაზო დათუნაშვილი ელისაშვილის განაჩენზე

დღევანდელი განაჩენი არის კლასიკური და შემაძრწუნებლად ბინძური მაგალითი პოლიტიკური მართლმსაჯულების, - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი ალეკო ელისაშვილისთვის გამოტანილ ვერდიქტს.  

პოლიტიკოსის თქმით, ელისაშვილის საქმეზე სასამართლომ კონკრეტული გარემოებები და შესაძლო დანაშაულის არსებობა-არარსებობა არ განიხილა, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიცია დაადასტურა.

მთელი ეს პროცესი დადღევანდელი განაჩენი არის კლასიკური და შემაძრწუნებლად ბინძური მაგალითი პოლიტიკური მართლმსაჯულების. იმის, რომ საქართველოში მიტაცებულია კანონის უზენაესობის იდეა, რომ მათ შორის, საქართველოში მიტაცებულია სასამართლო პროცესი და სამართლის ძების პროცესი მთლიანად. შესაბამისად, აქ არ ყოფილა არავითარი რაიმე კონკრეტული დანაშაულის  ფაქტობრივი განხილვა, ამ დანაშაულის არსებობის- არარსებობის საკითხი, არამედ აქ იყო აღსრულება ამ რამდენიმე თვის მანძილზე პაპუაშვილის, თავის დროზე, წინასწარ განცხადების და ალეკო ელისაშვილის შერაცხვის ტერორისტად და დღეს პრემიერ-მინისტრად წოდებულმა გამყიდველმა დაადასტურა აგრეთვე, რომ ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება. მან პირდაპირ მოახდინა დღეს ზეწოლა ამ ჯიბის სასამართლოზე, რომ ალეკო ელისაშვილისთვის დაეძახათ და დაერქვათ ტერორისტი. ამიტომ, არავის მოლოდინი არ ჰქონდა, რომ აქ რაიმეს გამოიძიებდნენ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რა ფაქტიც შეიძლება, მომხდარიყო აქ, სასამართლოში, არამედ აქ გააფორმეს შალვა პაპუაშვილის, ირაკლი კობახიძის და სხვა მოღალატეების ჩამოყალიბებული, მტრუილ პოზიცია, რომ ალეკო ელისაშვილის არის ვითომ ტერორისტი, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი. 

"ძლიერი საქართველოს" წევრს, ალეკო ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.

განაჩენის გამოცხადებამდე ელისაშვილი მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა. 

რას ედავებიან ელისაშვილს?

  • ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს.  ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ალეკო ელისაშვილს ბრალდება კიდევ ერთ ეპიზოდზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.

 

მსგავსი სიახლეები