ელისაშვილისთვის 13 წლის მისჯა, ამ რეჟიმის პირობებშიც კი, წარმოუდგენელი უკანონობა და სისასტიკეა - სამადაშვილი
ალეკო ელისაშვილისთვის 13 წლის მისჯა, ამ რეჟიმის პირობებშიც კი, წარმოუდგენელი უკანონობა და სისასტიკეა - ასე ეხმაურება "ძლიერი საქართცველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი მისი თანაგუნდელისთვსი გამოტანილ განაჩენს.
პოლიტიკოსი სასამართლოს გადაწყვეტილბას ელისაშვილსი მიმართ შურისძიებას უკავშირებს.
ალეკო ელისაშვილისთვის 13 წლის მისჯა, ამ რეჟიმის პირობებშიც კი, წარმოუდგენელი უკანონობა და სისასტიკეა.
არანაირი ახსნა არ მაქვს იმ მოვლენების, რომლის გამოც ის დააპატიმრეს...მაგრამ სრულიად ცხადია, რომ მისი სასჯელი მხოლოდ შურისძიების, დაშინების მიზანს ემსახურება, არაფერი აქვს საერთო სამართლის აღსრულებასთან.
თუ ვინმეს აქამდე ერიდებოდა მასზე, როგორც პოლიტიკურ პატიმარზე ესაუბრა, სასჯელის უკანონობამ და სისასტიკემ სრული ლეგიტიმაცია მისცა ამისთვის"- წერს სალომე სამადაშვილი.
"ძლიერი საქართველოს" წევრს, ალეკო ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.
განაჩენის გამოცხადებამდე ელისაშვილი მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
აღნიშნული ეპიზოდი თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში მომხდარ ფაქტს ეხება, სადაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ალეკო ელისაშვილის ქმედება აღკვეთეს და შემდეგ უკვე ის ადგილზე სამართალდამცავებმა დააკავეს.