მიდგომა „შიგნით აქცია, გარეთ სანქცია“ არის ზუსტად ქვეყნის ღალატი - კობახიძე
ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება და ოპოზიციის სტრატეგიას — „შიგნით აქცია, გარეთ სანქცია“ ქვეყნის ღალატად აფასებს.
მისი თქმით, აღნიშნული მიდგომა, მისივე შეფასებით, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას წარმოადგენს და მას სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს.
ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი - „შიგნით აქცია, გარეთ სანქცია“, ანუ ქვეყნის შიგნით უნდა შეკრიბო 150 კაცი იმისთვის, რომ გარეთ შექმნა ფონი მტრული საქმიანობისთვის. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა, რომელსაც ეფუძნება მათი დანაშაულებრივი, ანტისახელმწიფოებრივი, მოღალატეობრივი საქმიანობა. რა თქმა უნდა, ამას სათანადო პასუხი უნდა გაეცეს. ამას 2024-2025 წლებში სათანადო პასუხი გასცა არჩევნებზე საზოგადოებამ, თუმცა ესეც არ არის საკმარისი. ჩვენ გვაქვს მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. ქვეყანაში აქცია, გარეთ სანქცია - ზუსტად ეს მიდგომა ამყარებს იმ სარჩელს, რომელიც არის შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს არის ღია მტრული დამოკიდებულება საკუთარი ხალხის, სახელმწიფოს, ქვეყნის მიმართ და ამას სჭირდება სათანადო პასუხი. საზოგადოება, ყოველ ჯერზე, პასუხს სცემს არჩევნებზე ამ მიდგომას, თუმცა ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი პასუხიც“, - აცხადებს კობახიძე.
კოსლიცია "ცვლილებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ოპოზიციური სპექტრის ერთიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ხელისუფლების ცვლილებისთვის აუცილებელია როგორც ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროტესტის გაძლიერება, ისე საერთაშორისო სანქციების მიმართულებით მუშაობა.